“ზეწოლა იყო ხვიჩა კვარაცხელიაზე… ასევე შეურაცხყოფის და ზიზღის ობიექტად აქციეს საქართველოს სიამაყე ლაშა ტალახაძე” – რას წერს კახა კალაძე?

ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია, ჩვე­ნი დრო­ის ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი, იქცა და­ცინ­ვი­სა და შე­უ­რა­ცხყო­ფის ობი­ექ­ტად – ხვი­ჩას გან­ცხა­დე­ბა მკა­ფი­ოა, ის ყო­ველ­თვის დგას და მუ­დამ იდ­გე­ბა იქ, სა­დაც სა­ქარ­თვე­ლოა! – ამის შე­სა­ხებ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა, დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა კახა კა­ლა­ძემ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა.

  • მისი თქმით, სი­ძულ­ვი­ლის ენა­ზე აგე­ბუ­ლი აგ­რე­სი­უ­ლი კამ­პა­ნი­ის უწყვე­ტი ნა­კა­დი მიმ­დი­ნა­რე­ობს და თავ­დას­ხმის ობი­ექ­ტი ხდე­ბა ნე­ბის­მი­ე­რი, ვი­საც რა­დი­კა­ლე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბა აქვს. 
  • “ვინც ჩვენ­თან არ არის, ის ჩვე­ნი მტე­რია“- სი­ძულ­ვი­ლის ენის ეს პრი­მი­ტი­უ­ლი ფორ­მუ­ლა ბოლო მოვ­ლე­ნე­ბის მთა­ვარ გზავ­ნი­ლად იქცა. სი­ძულ­ვი­ლის ენა­ზე აგე­ბუ­ლი აგ­რე­სი­უ­ლი კამ­პა­ნია მე­დი­ით და სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბით უწყვეტ ნა­კა­დად მო­ე­დი­ნე­ბა. თავ­დას­ხმის ობი­ექ­ტი ხდე­ბა ნე­ბის­მი­ე­რი, ვი­საც რა­დი­კა­ლე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბა გა­აჩ­ნია, ასე­თი კი ჩვე­ნი ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის უმე­ტე­სი ნა­წი­ლია. აგ­რე­სი­უ­ლი უმ­ცი­რე­სო­ბა სი­ძულ­ვი­ლი­თა და ზი­ზღით უპი­რის­პირ­დე­ბა ყვე­ლას და ქვეყ­ნის მტრად აცხა­დებს მათ, ვინც გა­უძ­ლებს ზე­წო­ლას. დღეს ამ ჯგუ­ფე­ბის ხელ­შია არა სი­მარ­თლე, არა რე­ა­ლო­ბის გა­აზ­რე­ბა, არა ერ­თმა­ნე­თის მოს­მე­ნი­სა და კა­მა­თის სურ­ვი­ლი, არა ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვა, არა­მედ ფა­შის­ტუ­რი იდე­ო­ლო­გი­ის ინ­სტრუ­მენ­ტი- მტრის ხა­ტის შექ­მნა.

    გა­დავ­ხე­დოთ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებს, რო­გო­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა, ზი­ზღი და ბუ­ლინ­გი მიმ­დი­ნა­რე­ობს საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტორ­თა მიერ მარ­თუ­ლი ჯგუ­ფე­ბი­დან. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი თავ­დას­ხმა ხორ­ცი­ელ­დე­ბა ჩვე­ნი ქვეყ­ნის სა­ა­მა­ყო შვი­ლებ­ზე.

  • ნა­ხეთ, რო­გო­რი ზე­წო­ლა იყო რამ­დე­ნი­მე დღის მან­ძილ­ზე ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ა­ზე, რომ­ლის­გა­ნაც კა­ტე­გო­რი­უ­ლად მო­ი­თხოვ­დნენ ერთ რა­მეს – სი­ტყვა­სი­ტყვით გა­ე­მე­ო­რე­ბი­ნა ის მე­სი­ჯე­ბი, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­დატ­რი­ა­ლე­ბის და­გეგ­მვის იდე­ო­ლო­გებ­მა შექ­მნეს. ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია, ჩვე­ნი დრო­ის ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი, რო­მელ­მაც მთელ მსოფ­ლი­ოს და­უმ­ტკი­ცა, რომ ქარ­თულ ფეხ­ბურთს არა მხო­ლოდ დიდი წარ­სუ­ლი, არა­მედ დიდი მო­მა­ვა­ლიც აქვს, იქცა და­ცინ­ვი­სა და შე­უ­რა­ცხყო­ფის ობი­ექ­ტად. ხვი­ჩას გან­ცხა­დე­ბა მკა­ფი­ოა – ის ყო­ველ­თვის დგას და მუ­დამ იდ­გე­ბა იქ, სა­დაც სა­ქარ­თვე­ლოა!

    ასე­ვე შე­უ­რა­ცხყო­ფის და ზი­ზღის ობი­ექ­ტად აქ­ცი­ეს სა­ქარ­თვე­ლოს სი­ა­მა­ყე ლაშა ტა­ლა­ხა­ძე და ჩვე­ნი სპორ­ტუ­ლი თუ სა­ხე­ლოვ­ნე­ბო სფე­როს სხვა ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბი. 

  • მე­გობ­რე­ბო, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, არა რუ­სულ კა­ნონს, არა არ­ცერ­თი უცხო ქვეყ­ნის კა­ნონს თუ დი­რექ­ტი­ვას! სა­ქარ­თვე­ლო არის და იქ­ნე­ბა და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი, სუ­ვე­რე­ნუ­ლი ქვე­ყა­ნა, თა­ვი­სი ტრა­დი­ცი­ე­ბით, თა­ვი­სი ის­ტო­რი­ით, ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლით და ჩვენს თა­ვი­სუფ­ლე­ბის­მოყ­ვა­რე ხალ­ხს ვე­რა­ვინ მო­ახ­ვევს თავს ფა­შიზმს და სი­ძულ­ვი­ლის ენას. დამ­დეგ აღ­დგო­მის ბრწყინ­ვა­ლე დღე­სას­წა­ულს გი­ლო­ცავთ, მე­გობ­რე­ბო, უფალ­მა ინე­ბოს მშვი­დო­ბა და ჩვე­ნი ქვეყ­ნის გამ­თლი­ა­ნე­ბა!“- წერს კა­ლა­ძე.

კომენტარის დატოვება