“ადამიანი გაქრა, საჩხერედან ჩამოსულა გუშინ… უმოწყალოდ სცემს სპეცრაზმელების ხროვა…” – რა ინფორმაციას ავრცელებს ნათია ფანჯიკიძე

“ადამიანი გაქრა, საჩხერედან ჩამოსულა გუშინ… უმოწყალოდ სცემს სპეცრაზმელების ხროვა…” – ამის შესახებ ინფორმაციას ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ავრცელებს.

“ხალხო, ადამიანი გაქრა, საჩხერედან ჩამოსულა გუშინ აქციაზე თინუშას ძიძის ბიძაშვილი, გელა ნადირაძე, რომელიც ახლობლებმა ტვ კადრებში დაინახეს, როცა მას უმოწყალოდ სცემს სპეცრაზმელების ხროვა. ამ ბიჭის ძმა, რომელიც ახლა დაღუპულია, ომის ვეტერანი იყო. გელა ნადირაძე არ ჩანს არც დაკავებულთა შორის, არც საავადმყოფოები იძლევიან ინფორმაციას, არის თუ არა მათთან და ცოცხალია თუ მკვდარი. გთხოვთ, თუ ვინმემ რამე იცით, სასწრაფოდ გამოაქვეყნოთ. სხვა რა დავწერო და ეს რას ნიშნავს, სახელის დარქმევა არ მგონია გაგიჭირდეთ”

კომენტარის დატოვება