“უტიფარი უთხარი დედაშენს და მამაშენს, სახლში რომ მიხვალ, შენი გაზრდისთვის! – თავხედო ნაძირალა! უზრდელო შენ” – კახა კალაძე ჟურნალისტს

უტი­ფა­რი უთხა­რი დე­და­შენს და მა­მა­შენს, სახ­ლში რომ მიხ­ვალ შენი გაზ­რდის­თვის! შე­ირ­გე ახლა გემ­რი­ე­ლად და წადი სახ­ლში! თავ­ხე­დო! – ასე მი­მარ­თა “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა, თბი­ლი­სის მერ­მა, კახა კა­ლა­ძემ “ფორ­მუ­ლას“ ჟურ­ნა­ლისტს.

აქ­ცი­ა­ზე სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის მიერ რე­ზი­ნის ტყვი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ჟურ­ნა­ლის­ტის მიერ დას­მუ­ლი კი­თხვის სა­პა­სუ­ხოდ, კა­ლა­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ რე­ზი­ნის ტყვი­ე­ბი არ გა­მო­უ­ყე­ნე­ბი­ათ, რა­საც მოჰ­ყვა ჟურ­ნა­ლის­ტის რეპ­ლი­კა: “არ გე­რი­დე­ბათ, ასე უტიფ­რად რომ იტყუ­ე­ბით?“

“ცოტა ზრდი­ლო­ბა იქო­ნი­ეთ! თქვენ ვინ ბრძან­დე­ბით სა­ერ­თოდ? [“ფორ­მუ­ლას“ ჟურ­ნა­ლის­ტი] მერე ზრდი­ლო­ბა არ გას­წავ­ლეს ოჯახ­ში? უტი­ფა­რი მო­ი­კი­თხეთ სახ­ლში და ოჯახ­ში! თავ­ხე­დო ნა­ძი­რა­ლა! ბა­ტო­ნო კახა კი არა, მო­ი­კი­თხე-მეთ­ქი ოჯახ­ში! ნორ­მა­ლუ­რად კი არა, ზრდი­ლო­ბი­ა­ნად! უტი­ფა­რი და­უ­ძა­ხე დე­და­შენს და მა­მა­შენს, სახ­ლში რომ მიხ­ვალ! უზ­რდე­ლო შენ! შენ ხარ თავ­ხე­დი, უზ­რდე­ლი! უტი­ფა­რი უთხა­რი დე­და­შენს და მა­მა­შენს, სახ­ლში რომ მიხ­ვალ შენი გაზ­რდის­თვის! შე­ირ­გე ახლა გემ­რი­ე­ლად და წადი სახ­ლში! თავ­ხე­დო!,“ – მი­მარ­თა კა­ლა­ძემ ჟურ­ნა­ლისტს.

კომენტარის დატოვება