“გარდაიცვალა მამაჩემი… დაკრძალვა სამშაბათს… ქელეხი არ იქნება” – ნანიკო ხაზარაძის მამა გარდაიცვალა

ტელეწამყვან ნანიკო ხაზარაძის მამა დათო ხაზარაძე, რომელიც მრავალი წელი იყო წარმატებული ექიმი, ბოლო წლებში კი ნანიკოს ვიდეობლოგების მეშვეობით უამრავმა ადამიანმა გაიცნო, სამწუხაროდ, გარდაიცვალა. ამის შესახებ თავად ნანიკომ დაწერა სოციალურ ქსელში:
“გარდაიცვალა მამაჩემი.
პანაშვიდი ხვალ, ზეგ – ვაკის სამება 5 სთ-დან
დაკრძალვა – სამშაბათს,ისევ ვაკის სამება – 2 სთ-დან
ქელეხი არ იქნება”.
როგორც ცნობილია, ნანიკოს მამას დემენცია ჰქონდა და ბოლო პერიოდი სპეციალურ დაწესებულებაში გაატარა, სადაც მისთვის შესაფერისი გარემო ჰქონდა შექმნილი. ამის გამო ნანიკოს არაერთი წინააღმდეგობის გადალახვა და კრიტიკის მოსმენა მოუწია, თუმცა ერთ-ერთ ბოლოდროინდელ ინტერვიუში კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი საუკეთესო გადაწყვეტილება იყო მისთვისაც, მისი შვილისთვისაც და თავად მამამისისთვისაც, რომელიც ასევე ძალიან ცუდად გრძნობდა თავს დაავადების გამო და ნანიკოს მარტოს არ შეეძლო მისი სათანადოდ მოვლა და იმ პირობების შექმნა, რაც საჭირო იყო მსგავსი დაავადების დროს.

“საქართველოში გთხოვენ, რომ შენი თავი მშობელს შესწირო და თუ არ შესწირავ, მაშინ არარაობა ხარ. არავის ისე არ უნდა მამაჩემის კარგად ყოფნა, როგორც მე, ჩემზე უფრო არავის არ უყვარს… ეს გადაწყვეტილება მარტივი არ იყო, აგონიაში ვიყავი, მაგრამ ვიცოდი, რომ რაღაც უნდა გამეკეთებინა. ამის შემდეგ დავწერე ვრცელი პოსტი და ამას მოჰყვა საშინელი ტალღა ჩემი ნათესავების. ზოგმა ჩემი ფოტო გამოდო წარწერით, რომ ნანიკომ მამა გადააგდო, ჩააბარა…

მამა ნელ-ნელა დამძიმდა, მომვლელი კი ჰყავდა, ვცდილობდით კომფორტულად ეცხოვრა, მაგრამ არ გამოვიდა. გაუსაძლისი იყო მართლა. სახლიდან ყველაფერი გავიტანე, რაც მამასთვის საშიში იყო…. ღეში ათასი ზარი არ შემოდიოდა, რომელიც მთხოვდა, გახარია გამეყვანა სახლიდან, ან მეუბნებოდა, რომ ია ფარულავა იყო სახლში, რადგან მას ტელევიზიით ხედავდა და ასე შემდეგ… ეს ჩემთვის ძალიან მძიმე იყო. ამ დროს მე დავიწყე ძებნა ამ ტიპის სახლების.

როდესაც მივიყვანე, ძალიან კარგად მიიღეს და იქ დამშვიდდა. იქიდან არც ერთხელ არ გაქცეულა და მივხვდი, რომ ეს ის არის, სადაც არის მამა… იქ სტუდენტებიც კი მიუყვანეს, ლექციებს ატარებდა, თავის საყვარელ საქმეს აკეთებდა… დღემდე ახსოვს სამსახური, მუსიკა და ნანიკო, მე მისთვის ყველაფერი ვიყავი ყოველთვის…

ყველაზე მძიმე იმის გააზრებაა, რომ ვიცი, მამა იქ დაასრულებს სიცოცხლეს”, – ამბობდა ნანიკო

კომენტარის დატოვება