“დარწმუნებული ვარ, ბიჭი უნდა იყო… თუმცა მნიშვნელობა არ აქვს, მიყვარხარ და გელოდები…” – და-ძმები, მშობლები და ახლობლები ნოეს და ჯანეტის მომავალი ბავშვის სქესს ასახელებენ

როგორც ცნობილია, ტელეწამყვანი ნოე სულაბერიძე და მისი მეუღლე მოდელი ჯანეტ ქერდიყოშვილი მეორე შვილს ელოდებიან. სქესის გაგების ცერემონიამდე მათ სპეციალური ვიდეო ჩაწერეს, რომელშიც მომავალი პატარას მშობლები, და-ძმები, ბიძა, ბებია და ახლობელ-მეგობრები მის სავარაუდო სქესს ასახელებენ. ხმების უმრავლესობა ბიჭის მხარესაა – მეტი ადამიანი ვარაუდობს, რომ მომავალი ბავშვი ბიჭი იქნება. ვიდეო სახალისო გამოვიდა.

კომენტარის დატოვება