“თუ უფალი ინებებს, სიამოვნებით გავაჩენ მესამესაც… მინდა მივმართო ქალებს…“ – ნანუკა გულუა

ტელესახე და მსახიობი ნანუკა გულუა ახლახან მეორე შვილის დედა გახდა. მას და მის მეუღლეს, კახა კაშიას ქალიშვილი ნინა და ვაჟი – იკუნა ჰყავთ. ნანუკა და კახა თავადაც აქტიურად არიან ჩართულები შვილების მოვლაში და ოჯახის წევრებიც მუდმივად ხელს უწყობენ დამხმარე ქალთან ერთად, რომლის მიმართ ნანუკა უდიდეს მადლიერებას გამოხატავს. ორი შვილის და ოჯახის პარალელურად, ის ახერხებს, თავისი საქმითაც იყოს დაკავებული და წარმატებული კარიერა შექმნას. ნანუკა მიიჩნევს, რომ მაგალითია იმ ქალებისთვის, რომლებიც შედარებით გვიან ასაკში დაოჯახდნენ:

“სისულელეა ის ზეწოლა, რაც გარემოსგან აქვთ, როცა ეუბნებიან – ვაიმე, ოღონდ გათხოვდი და შვილი გააჩინე და მერე თუ გინდა გაშორდიო… „თუ უფალი ინებებს, სიამოვნებით გავაჩენ მესამესაც… საყვარელი ადამიანისგან შვილის გაჩენა დიდი ბედნიერებაა და მინდა მივმართო ქალებს, 40 წლის ასაკში გავაჩინე მეორე შვილი…“ –

კომენტარის დატოვება