რა საფრთხე ელის საქართველოს თუ ისრაელსა და ირანს შორის მასშტაბური ომი გაჩაღდება

როგორ აისახება საქართველოზე თუ ირან-ისრაელის კონფლიქტი გამწვავდა

თსუ-ს პროფესორი და ანალიტიკოსი კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან” აცხადებს, რომ სავარაუდოდ ისრაელი სიტუაციას არ გაართულებს, თუმცა, ესკალაცია მთლად გამორიცხული, არაა. მისი თქმით თუ სტუაცია გართულდა, ეს საქართველოსაც შეეხება, თუნდაც სავაჭრო ეკონომიკური თვალსაზრისით.

“ისრაელი სავარაუდოდ სიტუაციას არ გაართულებს, მის გეგმებში ირანთან ახალი ფრონტის შექმნა ნამდვილად არ შედის. მითუმეტეს, როცა უკრაინაში ომია და დასავლეთის ყურადღება იქითაცაა მიმართული. ამ კონფლიქტში ღიად შესვლა არც ირანს დიდად არ სურს, ეს მათი განცხადებებიდანაც ჩანს. ორივე მხარე პირდაპირ ომში ჩართვას ერიდება. მთავარი ის იყო, რომ ირანს უბრალოდ არ შეეძლო ეს უყურადღებოდ დაეტოვებინა.

“მთლიანობაში ესკალაცია გამორიცხული არაა, ამ ეტაპზე ორივე მხარეს ესმის კონფლიქტის გამწვავების მნიშვნელობა და მოლოდინია, რომ შემდეგ გამწვავება აღარ მოხდება”, -განაცხადა კაკაჩიამ.

ამბობს, რომ თუ ვითარება გამწვავდა საქართველოს შეეხება, თუმცა არა პირდაპირ.

“საქართველოს ასე პირდაპირ არ შეეხება. უკრაინას განსაკუთრებით შეეხება, რადგან დასავლეთიდან ყურადღება უკვე ისრაელზეც კონცენტრირდება, რასაც გარკვეული რესურსები მიაქვს. ახლა უკრაინა სერიოზულ დეფიციტს განიცდის, მათ შორის სამხედრო შეიარაღების.

“რაც შეეხება საქართველოს, გამომდინარე იქიდან, რომ მთლიანობაში ახლო აღმოსავლეთში რეგიონალური სტაბილურობა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მათ შორის ჩვენ გვაქვს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა, როგორც ისრაელთან, ისე სხვა ქვეყნებთან. ეს კი სიტუაციას დაძაბავს.

“თუ სიტუაცია დაიძაბა, ამან შესაძლოა ეკონომიკაზე, მათ შორის ფასების ზრდაზე და სხვა რაღაცეებზე იქონიოს გავლენა”,- განაცხადა კორნელი კაკაჩიამ “რეზონანსთან”.

როგორც ექსპერტმა კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე „რეზონანსთან” აღნიშნა, ისრაელის მხრიდან ირანის საპასუხო დარტყმა ნაკლებსავარაუდოა.

რადგან ირანის დარტყმა უფრო ფორმალურ ხასიათს ატარებდა და მსხვერპლი და განსაკუთრებით ნგრევა არ მოჰყოლია. ამიტომ არა მგონია, რომ ისრაელის საპასუხო დარტყმას უნდა ველოდოთ, მითუმეტეს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია ამის კატეგორიული წინააღმდეგია”,- განაცხადა არეშიძემ.

კითხვაზე, თუ კონფლიქტი გამწვავდა, საქართველოს რა კუთხით შეეხება, ექსპერტმა გვითხრა: „რეგიონში დაძაბულობა, ყოველთვის მოქმედებს ხოლმე რეგიონის ქვეყნებზე, ერთი შეხვედვით დაპირისპირების ეპიცენტრი ჩვენგან შორსაა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც იმოქმედებს, რადგან ამ საქმეში ერთ-ერთი ჩვენი მეზობელი იქნება ჩართული, ესაა ირანი. მეორეს მხრივ ისრაელი სამხრეთ კავკასიის პოლიტიკურ სივრცეში ძალიან აქტიურია, განსაკუთრებით აზერბაიჯანში და აქედან გამომდინარე, გარკვეული პოლიტიკური ძვრები იქნება.

„ძნელი სათქმელია კონკრეტულად რა ძვრები, თუმცა, ყველანაირი შეიძლება იყოს, დივერსიებიდან დაწყებული (არა საქართველოს ტერიტორიაზე) აზერბაიჯან-ირანის ურთიერთიბის კიდევ უფრო დაძაბვით დამთავრებული. ეს სავაჭრო ურთიერთობებზე მქომედებს, პოლიტიკურ დესტაბილიზაციას იწვევს და ა.შ. ეს ყველაფერი კი მერე საბოლოო ჯამში იწვევს ეკონომიკური და სტაბილური სივრცის გაუარესებას.

“ს შესაძლოა დღეს არაა, მაგრამ, გარდაუვალია და აუცილებლად მოხდება, რადგან აქ მხოლოდ ისრეალ-ირანის დაპირისპირებაში არაა საქმე”, – განაცხადა მამუკა არეშიძემ „რეზონანსთან”.

კომენტარის დატოვება