დიეტოლოგი ამბობს, რომ განტვირთვის დღე აუცილებელია. ჩადექი ფორმაში 24 საათში ამ რეცეპტის დახმარებით.


განტვირთვის დღეები დროდადრო ყოველთვის საჭიროა, მათთვისაც კი ვისაც ჭარბი წონა არ აწუხებს. როგორც მეცნიერები ამბობენ, ახლა კაცობრიობამ ზედმეტი ჭამის ეპოქაში გადაინაცვალა. ამიტომაც, დიეტოლოგებმა ერთ გზას მიაგნეს: კვების ბალანსირებას. ეს გულისხმობს, რომ სასარგებლო პროდუქტები ყოველდღიურად უნდა მიირთვათ და ზოგ პერიოდში ნახევრად შიმშილს მიმართოთ. თუ კვირაში ორჯერ რაციონს 500კალორიით შეამცირებთ, ზედმეტი წონისგან განთავისუფლდებით და ორგანიზმის მდგომარეობასაც გააუმჯობესებთ.

განტვირთვის დღის მენიუ

1. ზამთრის ბოსტნეულზე

დაგჭირდებათ 300გ სტაფილო, 300გ მოხარშული ჭარხალი, 2 კვერცხი და 1 ს.კ. ნაღების კარაქი. ბოსტნეული დიდ ჯამში მოათავსეთ. დაჭერით კუბიკებად კვერცხი, აურიეთ ყველაფერი და წაუსვით კარაქი. სურვილის შემთხვევაში დაუმატეთ რამდენიმე წვეთი ლიმნის წვენი. სალათა დღის განმავლობაში 5-ჯერ უნდა მიირთვათ.

2. კიტრზე

ზაფხულის გატარება კიტრის მეშვეობით ძალიან მარტივი და სასიამოვნოა. უბრალოდ 1.5 კგ კიტრი გაყავით დღეში 5 მიღებისთვის.

3. ყველსა და კვერცხზე

ამ შემთხვევაში საუზმე მოიცავს 1 ჭიქა ყავას 100გრ მაგარი ყველით, სადილი 2 კვერცხს და ჩაის, ხოლო ვახშამი 200 გ ყველს და ჩაის.

4. ბრინჯზე 

150გ ბრინჯი ოდნავ დამარილებულ წყალში უნდა მოხარშოთ. ბრინჯის მირთმევა დღეში სამჯერაა აუცილებელი. ასევე შეიგიძლიათ წაიხემსოთ სტაფილოთი, ვაშლით და ბულგარული წიწაკით.

5. ცილაზე 

მენიუ შემდეგნაირია: საუზმე 100გ მაგარი ყველი და ყავა, სადილი 2 მოხარშული კვერცხი და 100გ მოხარშული ქათამი, ვახშამი 200გ ხაჭო, ძილის წინ კი 1 ჭიქა კეფირი.

6. ხილზე 

დღის განმავლობაში მისაღებია 1.5 კგ ხილის ჭამა, ბანანის გარდა.

7. წიწიბურასა და კეფირზე

200 გ წიწიბურა მოხარშეთ ისე, რომ წყალი ზუსტად 2 სმ-ზე ფარავდეს. მოხარშული მასა დატოვეთ ღამით. მიღებული ფაფა და 1 ლიტრი უცხიმო კეფირი დღეში 5 ულუფად გაყავით.

8. კეფირზე

დატვირთულ დღეს კეფირი საუკეთესოდ შეგიმსუბუქებთ: გაასუფთავებს კუჭს და მწყობრში მოიყვანს მის მუშაობას. დღის განმავლობაში 1.5 ლ უცხიმო კეფირი სვით.

ყოველი განტვირთვის დღე ფიგურას უკეთესს ხდის, წმინდავს კანსს, ღვიძლს და კუჭს. დღეები, რომლებსაც მძიმე საკვების გარეშე ატარებთ, ორგანიზმს მომავლისთვის ამზადებს.

რეკომენდაციები:

  1. გასტრიტის დროს ხილის და კეფირის დღეები შესაძლოა მავნე იყოს, ამიტომაც მიმართეთ ექიმს.
  2. ეცადეთ განტვირთვის დღეებში ყველაფერმა მშვიდად ჩაიაროს, ნერვული სტრესის და ფიზიკური დატვირთვის გარეშე.
  3. მსგავსი დღის დაცვის შემდეგ ეცადეთ მსუბუქი საკვები მიირთვათ, განსაკუთრებით ვახშმად.

მსგავსი სიახლეები