ბებოს ეს მეთოდი ყოველთვის მუშაობს

კომბოსტოს შემადგენლობაში გასაოცარი ვიტამინებია. სწორედ ისინი ეხმარებიან ორგანიზმს გარკვეულ დაავადებებსა და აშლილობებს ებრძოლოს. მათ შორის იმ შემთხვევებს, როცა მალამო უუნაროა.

სახსრებში ტკივილი თავს მუდამ გახსენებთ, არ გაძლევთ საშუალებას ნორმალურად იმუშაოთ, იძინოთ ან იცხოვროთ? აბები და კრემები კი ამ დროს ეფექტური არაა? კომბოსტოს მიმართეთ!

რატომ მაინცდამაინც კომბოსტო?

ეს ჩვეულებრივი ბოსტნეული ფოსფორისა და ფოლიუმის წყაროა, რაც ნიშნავს, რომ ანთებას ებრძვის. სახალხო მედიცინის რჩევით, კომბოსტოს ფურცელი ანთების მოსარჩენად საუკეთესო გადაწყვეტილებაა. საკმარისია მხოლოდ ერთხელ მოიხმაროთ, რომ დაავადების სიმპტომები შესამჩნევად გაქრება. თვეში ყოველდღიური გამოყენებისას კი მას ბოლომდე განკურნავთ.

კომბოსტოს ფურცელი აცხრობს ანთებას, ამაგრებს სახსრებს, დაზიანებულ ადგილებს და ახდენს დეზინფექციას. არ დაგავიწყდეთ, რომ გარეგნული მოხმარების გარდა, კომბოსტო კვების რაციონშიც უნდა შეიტანოთ. ასე ავადმყოფობას თავიდან აიცილებთ ან გამოჯანმრთელებას დააჩქარებთ.

სარგებელი არამხოლოდ მის შემადგენლობასა და სწრაფ ეფექტშია, არამედ პროდუქტის ხელმისაწვდომობაში. კომბოსტოს ყიდვა ნებისმიერ სეზონზე იმაზე იაფად შეგიძლიათ ვიდრე აბებისა და კრემის.

4 ხერხი სახსრების ანთების სამკურნალოდ

ყველაფერი მარტივი და გასაგებია. საჭიროა რაიმეს შეცვლა ნამდვილად გსურდეთ და იმოქმედეთ!

  1. გარეცხეთ ფოთოლი. გაათბეთ მიკროტალღურ ღუმელში. წაუსვით თაფლი. კომპრესი დაავადებულ ადგილას დაიდეთ. შეფუთეთ პოლიეთილენით, ზევიდან ბინტით და ბოლოს შარფით. გაიმეორეთ პროცედურა ყოველ საღამოს, კომპრესი მთელი ღამით დაიტოვეთ.
  2. შეურიეთ თაფლი, მდოგვი და ქაფურის ზეთი. მასა კომბოსტოს ფოთოლზე დაიტანეთ და შემდეგ სახსრებზე დაიდეთ. შეფუთეთ ისე როგორც პირველ ვარიანტში და 4 საათი დაუცადეთ.
  3. გარეცხეთ ფურცელი. პირსახოცით გაამშრალეთ. დაიდეთ სახსარზე. შეფუთეთ ბინტით და ცხვირსახოცით.
  4. დააქუცმაცეთ 2 აბი ასპირინი. შეურიეთ 1 ჩ.კ თაფლი. დაიდეთ დიდ სახსარზე და შეფუთეთ კომბოსტოს ფოთლით.

მკურნალობის პროცესში გირჩევთ კანის ჰიგიენა დაიცვათ. ადგილები სადეზინფეციო საშუალებით გაიწმინდეთ და კანი არ გაწითლდება.

მსგავსი თერაპია მუდამ მსუბუქად იმართება. ხშირად სპეციალისტები კომბოსტოს გვირჩევენ მაშინ, როცა კრემი არაეფექტურია, ხოლო აბის მოქმედება არასაკმარისი.

გაიკეთეთ კომპრესები რეგულარულად და სახსრების ტკივილი არასდროს შეგაწუხებთ.

კომენტარის დატოვება