შვრია რძით ხველების უებარი წამალია. აი, მომზადების რეცეპტი


ზამთარი რაც არ უნდა გვიყვარდეს, მისი თანმდევი უსიამოვნებანი არავის ხიბლავს. მედიცინა გვარწმუნებს: სიროფების, აბების და მაზების უმრავლესობა არც მუშაობს და არც შეგუებადია. აბა როგორ ვებრძოლოთ გაციებას?

ხველასთან და ყელის ტკივილთან ბრძოლის მნიშვნელოვანი საშუალება ჩვენმა ბებიებმა იცოდნენ. იმისთვის, რომ გაციების სიმპტომები მოარჩინოთ, შვრია წყალში ან რძეში მოხარშეთ. მას ყველანაირი სნეულების მკურნალად მიიჩნევენ. შვრია ბუნებრივი იმუნოსტიმულატორია.

გაციებასთან ბრძოლა სახლის პირობებში

შვრიის ფანტელები უნივერსალურია – ისინი რეკომენდირებულია როგორც დიდებისთვის, ასევე პატარებისთვის. სარგებელს მიიღებენ ისინი, ვინც შემდეგი დაავადებებით იტანჯებიან:

  • სხეულის მაღალი ტემპერატურა
  • სველი და მშრალი ნახველი
  • ფარინგიტი ან ლარინგიტი
  • ყელის ტკივილი
  • გრიპი

მკურნალობიდან უკვე 3-4 დღის შემდეგ შვებას გრძნობთ. ამასთან, არ ზიანდება არც ღვიძლი არც კუჭი, როგორც ანტიბიოტიკების შემთხვევაში.

შვრია რძესთან ერთად სასწაულებს ახდენს. ის არამხოლოდ ყელის ტკივილისგან და ხველისგან განგათავისუფლებთ, ასევე კუჭს გაასუფთავებს, რაც კარგი იმუნიტეტის წინაპირობაა.

თუ თქვენი ორგანიზმი რძეს ვერ იღებს, შეცვალეთ ის ქოქოსის ან მინდალის ანალოგით.

როგორ მოვამზადოთ სამკურნალო შვრია ხველისთვის

თქვენ დაგჭირდებათ:

50გრ. გაუსუფთავებელი შვრია

200 მლ რძე

შვრია ქვაბში მოათავსეთ, დაასხით რძე და 1 სთ ადუღეთ. ასევე შეიძლება დაასველოთ მარცვლები ცხელ რძეში ღამით, ხოლო დილას 20-30 წუთის მანძილზე მოხარშოთ. მიღებული მასა 4 პორციად გაყავით და ყოველ 3 საათში მიიღეთ.

ნახარში შვრიითა და ქიშმიშით

დაგჭირდებათ:

შვრია 2 ს.კ.

ქიშმიში 2 ს.კ.

წყალი 1 ლიტრი

ყველა კომპონენტი აურიეთ ქვაბში. მოათავსეთ ღუმელში, გააცხელეთ 100 გრადუსამდე და მოამზადეთ სანამ სითხის ნახევარი არ აორთქლდება. ნახარში სუფრის კოვზით დღეში სამჯერ მიიღეთ.

წყალი შვრიაზე

1 ლიტრი წყალი და 150გრ შვრია პატარა ცეცხლზე მოათავსეთ. დაელოდეთ სანამ მარცვლები ფორმაში ორჯერ არ გაიზრდება. ნახარში საწურის მეშვეობით გადაიტანეთ სხვა ჭურჭელში და რძე 1:1 პროპორციაზე შეურიეთ. შეიძლება თაფლის დამატებაც.

შვრია გაციებისას

ამისთვის აიღეთ ჰერკულესი – სწრაფი მომზადების ფაფა არ გამოგადგებათ.

სქელი შვრია რძეში მოხარშეთ. გადმოიღეთ ცეცხლიდან და გააცივეთ. შეიძლება 1 კოვზი თაფლის დამატება. მიირთვით 2 სუფრის კოვზი ყოველ 3 საათში.

რძისა და შვრიის ინჰალაციები

თქვენ დაგჭირდებათ:

50 გრ ჰერკულესი

150მლ წყალი

მოხარშეთ ფაფა. ჩაყავით თავი და დაიფარეთ პირსახოცი. ისუნთქეთ ნელა და ღრმად 10 წუთი.

გამათბობელი კომპრესი შვრიისგან გაციებისას

თუ შვრიისა და რძის მირთმევას ვერ იტანთ, მისგან კომპრესი გააკეთეთ. ამისთვის მხოარშეთ 2 სუფრის კოვზი მარცვლეული 200 მლ წყალში 40-50 წუთის მანძილზე, ამის შემდეგ ის მარლაში გაახვიეთ. მკერდზე 15 წუთის მანძილზე გაიჩერეთ. პროცედურა დღეში 2-ჯერ გაიმეორეთ.

როგორ მოვამზადოთ ბავშვებისთვის?

მოამზადეთ სასურველი რეცეპტის ნახევარი დოზა. მომზადებულ სასმელს სპეციფიკური გემო აქვს და შეგიძლიათ თაფლი ან ქიშმიში შეურიოთ.

ვინ არ უნდა მიიღოს შვრია?

თუ ორგანიზმს ამ პროდუქტის მიღებაზე უკურეაქცია აქვს, თავი შეიკავეთ.

შეიტანეთ ჰერკულესის ფაფა ყოველდღიურ რაციონში და სეზონურად გაციება აღარ შეგაწუხებთ!

მსგავსი სიახლეები