დილით ჭიქა ცხელ ყავაზე უკეთესი რა შეიძლება იყოს? ამ არომატული სასმელის მოყვარულები მიხვდებიან, თუ რას ვგულისხმობთ. ყავის გამამხნევებელი ეფექტი და მთელი რიგი სასარგებლო თვისებები ყველაფერი არ არის. ეს სასმელი ასევე ხელს უწყობს წონის ეფექტურ შემცირებას. კარგი ამბავია წონის დაკლებისთვის, არა?
და ჩვენ არ ვსაუბრობთ წონის კლების პოპულარულ პროდუქტზე – მწვანე ყავაზე. ამჯერად ჩვენ საუბარი გვაქვს ბუნებრივ შავ ყავაზე. დილის სასმელს დაამატეთ მხოლოდ ერთი ინგრედიენტი და მოიშორეთ ზედმეტი კილოგრამები.
როგორ მოვამზადოთ დარიჩინის ყავა
ამას დასჭირდება 3 ჩ.კ. დაფქული ბუნებრივი ყავა, 0,5 ჩ.კ. დარიჩინი და 200 მლ წყალი. შეურიეთ მშრალი ინგრედიენტები, დაასხით წყალი და მოხარშეთ ყავის ჭურჭელში, სანამ ქაფი არ გამოჩნდება.
თუ დარიჩინი არ მოგეწონებათ ან მისი გამოყენების უკუჩვენება არსებობს, სცადეთ სხვა რეცეპტი. ძალიან გემრიელი და უჩვეულოა!
ქოქოსის ზეთის ყავა
დაფქვით 3 ჩ.კ. ნატურალური ყავა, 2 ჩ.კ. ქოქოსის ზეთი და დაასხით ერთი ჭიქა წყალი. ხარშეთ, სანამ ქაფი გამოჩნდება.
ყავით წონის დაკლების საკითხში ერთი მარტივი ხრიკი იმალება – ეს სასმელი მადას ამცირებს. არსებობს მხოლოდ ერთადერთი პირობა: ის უნდა მივირთვათ შაქრის დამატების გარეშე და ასევე უარი თქვათ ნებისმიერ დესერტზე, იქნება ეს საკონდიტრო ნაწარმი თუ სხვა ტკბილეული.
ყავის დალევა დარიჩინის ან ქოქოსის ზეთით შესაძლებელია დღეში რამდენჯერმე, თუ არ არსებობს უკუჩვენებები. გარდა ამისა, კვების ჯანსაღი დიეტა გააძლიერებს გახდომის ეფექტს.
მგონი საკმაოდ კარგი რჩევაა და დარწმუნებულები ვართ, რომ ძალიან გამოგადგებათ! გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებსაც!