გამოცდილი ჩინელი ექიმი: “თქვენ არასწორად მკურნალობთ შინაგან ორგანოებს მეგობრებო. ორგანოები ყოველთვის წყვილში ხდებიან ავად.”


აღმოსავლური მედიცინა საკმაოდ ღრმაა, რადგანაც მეცნიერები ადამიანის სხეულს არაუბრალოდ ორგანოების ნაკრებად, არამედ ფიზიოლოგიური ფუნქციების რთულ სისტემად მიიჩნევენ. დასავლეთის წარმომადგენლებისგან განსხვავებით, აღმოსავლეთში ფიქრობენ, რომ ადამიანის სხეულში მიმდინარე პროცესები დაკავშირებულია იმასთან, რაც ენერგეტიკულ გარსში ხდება.

შინაგანი ორგანოების კავშირი

ჩვენს სხეულში დიდი რაოდენობის ბიოლოგიურად აქტიური წერტილია, რომლებიც ზედმეტი ენერგიის მოხმარებაზე მუშაობენ და ასევე ცალკეული ორგანოების მუშაობაზე აგებენ პასუხს. ისინი 2 მმ ზომის არიან. აღმოსავლელმა მეცნიერებმა შენიშნეს, რომ ეს წერტილები ჯაჭვად ერთიანდებიან და მათ მერიდიანები უწოდეს.

ისინი სულ 12 მერიდიანს გამოყოფენ, ყველა მათგანი სხეულში სხვადასხვა სისტეmის ფუნქციონირებას უზრუნველყოფს.

ფილტვების მერიდიანი
ნივთიერებების გაცვლა და სუნთქვა. კონტროლი აქვს სუნთქვის ორგანოებზე: ხორხზე, ტრაქეზე და ბრონქებზე. მის წერტილებზე მოქმედება ამცირებს სუნთქვის პრობლემებს, დაბლა წევს ტემპერატურას. მას მსხვილი ნაწლავის მერიდიანი მოყვება.


მსხვილი ნაწლავის მერიდიანი
ის დაკავშირებულია წინასთან, პასუხს აგებს საკვების მონელებაზე და ადამიანის სხეულიდან გადამუშავებული საკვების გამოდევნაზე. ამ მერიდიანზე მოექმედება დაგეხმარებათ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, კანის, ლორწოვანი გარსების დაავადებებისას.


კუჭის მერიდიანი
მას ადამიანის მნიშვნელოვანი ორგანო აბარია. მისი მუშაობის დარღვევა ორგანიზმში დამცავ თვისებებს ანელებს.


ელენთას და კუჭქვეშა ჯირკვალის მერიდიანი
ეს ორგანოები პასუხს აგებენ იმაზე, რომ საკვებისგან მაქსიმალური სარგებელი მიიღოთ. ის მჭიდროდაა დაკავშირებული წინა მერიდიანთან.


გულის მერიდიანი
ეს კი გულის და გულსისხლძარღვთა სისტემის მუშაობას აკონტროლებს. ასევე, მასზეა დამოკიდებული ემოციები, აზროვნება, შეგრძნებები. მისი მუშაობის დარღვევა გამოიწვევს სტრესს და საბოლოოდ გულის პრობლემებს.


წვრილი ნაწლავის მერიდიანი
ეს მერიდიანი საკვების გადამუშავების ხანგრძლივ პროცესში მონაწილეობს. ის გულის მერიდიანის მეწყვილეა. მასზე მოქმედება თავის და კისრის ტკივილების დროს დაგეხმარებათ.


შარდის ბუშტის მერიდიანი
პასუხს აგებს სხეულიდან სითხის გამოყოფაზე. მასზე მოქმედება სპაზმების, კანის დაავადებების, თავის ტკივილებისას დაგეხმარებათ.


თირკმლის მერიდიანი
ის ყველა ქსოვილის და ორგანოს აქტიურობას განსაზღვრავს, რომლებიც სიმაღლეზე და გამრავლებაზე აგებენ პასუხს. მასზეა დამყარებული ორგანიზმის ენერგეტიკული მდგომარეობა. თუ ის დაზიანებულია, ნერვიულობა, გაღიზიანება, ძილის დარღვევა შეგიპყრობთ.


გულის გარსის მერიდიანი
გულის მერიდიანის მსგავსად, ესეც გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე ახდენს გავლენას, უბრალოდ უფრო ფართოს. ამ მერიდიანის კონტროლქვეშ ექცევა ადამიანის სექსუალური ბუნება.


«3 გამაცხელებელი»
ეს მერიდიანი ადამიანის ენდოკრინულ სისტემაზე აგებს პასუხს. ის სამ ნაწილად იყოფა:  ზევითა, საშუალო და ქვევითა. დაკავშირებულია გულის გარსის მერიდიანთან.


ნაღვლის ბუშტის მერიდიანი
ეს მერიდიანი ღვიძლის მერიდიანს უკავშირდება. მასზე მოქმედებისას ვთავისუფლდებით შუბლის, შაკიკის, ართრიტის ტკივილებისგან.


ღვიძლის მერიდიანი
ეს მერიდიანი სისხლის მდგომარეობას აუმჯობესებს და ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა გამომუშავებას ააქტიურებს.


როგორც ხედავთ, მერიდიანები ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული. თითოეულ წყვილში ერთი ორგანო იანს ჰგავს, მეორე კი ინს, რომლებიც ერთმანეთს ავსებენ. ენერგია მათ შორის თანაბრად ნაწილდება, მაგრამ თუ ბალანსი ირღვევა, ორივე ორგანო ზიანდება.

ორგანოები ყოველთვის წყვილად ავადმყოფობენ, ამიტომაც მათი მკურნალობა ერთადაა საჭირო. შესაძლოა რამდენიმე წელი კარგად მოუაროთ ერთ-ერთ ორგანოს, მაგრამ ვერ შენიშნოთ მეორეს დისფუნქცია. ნებისმიერი მკურნალობა ამაო იქნება, თუ ბალანსს არ აღადგენთ. ამის ცოდნით უფრო ეფექტურად იმკურნალებთ.

მსგავსი სიახლეები