იმუნოლოგი: გრიპთან და გაციებასთან ბრძოლა რძით შეიძლება. შეურიეთ ეს 2 პროდუქტი ერთმანეთს და წამალი მზადაა.

წლის ყველაზე ცივი სეზონი მოგვადგა და გარშემო უფრო და უფრო ხშირად ვხედავთ ადამიანებს, რომლებიც ახველებენ ან სურდოს ებრძვიან. მალე შესაძლოა გაციების ნიშნებმა ჩვენც მოგვაკითხონ: ყელის და თავის ტკივილმა, სურდომ, ხველებამ…

ექიმები აცხადებენ, რომ გაციების სეზონი ოქტომბერში იხსნება და აპრილში სრულდება. ამ პერიოდის მანძილზე შესაძლოა ადამიანი არა ერთხელ, არამედ ორჯერ და სამჯერ გაცივდეს. წარმოგიდგენთ ამ დაავადებასთან ბრძოლის ხალხურ მეთოდს, სახლის პირობებში. ნატურალური პრეპარატები მაქსიმალურად მსუბუქად მოქმედებენ, შესაძლო ზიანს და არასასიამოვნო შედეგს კი მინიმალურს ხდიან. მაშინ როცა, აფთიაქის აბებში ბევრი ქიმიაა.

ბუნებამ უკვე დაგვაჯილდოვა სპეციალური მექანიზმით, რომელიც დაავადებებისგან გვიცავს – იმუნური სისტემით. გაციების შემთხვევაში მთავარია დაავადებასთან ბრძოლაში იმუნიტეტს ხელი არ შევუშალოთ.

ტემპერატურის მატებისას ბევრი ადამიანი მაშინვე მის დაწევას ცდილობს, ეს შეცდომაა. ორგანიზმში ტემპერატურა სპეციალურად იმატებს, რათა ბაქტერიები და ვირუსები განადგურდეს, ამიტომაც დისკომფორტს უნდა შევეგუოთ და იმუნურ სისტემას მუშაობა ვაცალოთ. ტემპერატურის დაწევას უნდა მივხედოთ მაშინ როცა 38 გრადუსს აღწევს და ზრდას განაგრძობს.


ზოგიერთს ისიც ესმის, რომ ხველება ერთგვარი დაცვითი ფუნქციაა, რომლის მეშვეობითაც ორგანიზმი სასუნთქი გზების ნახველისგან განთავისუფლებას ცდილობს. ამ დროს მიკრობების გამოდევნება ხდება. ხველების მკურნალობა მაშინ უნდა დავიწყოთ, როცა რამდენიმე დღის შემდეგ არ ცხრება.

ერთი რამ, რისი გაკეთებაც ნამდვილად რეკომენდირებულია, ბევრი სითხის სმაა. ის გააფართოვებს ფილტვებს, გააუმჯობესებს სისხლის მოძრაობას და აშ.

უმჯობესია, თუ სითხის სახით ორგანიზმში ნატურალური სამკურნალო საშუალებები მოხვდება. რეკომენდირებულია ცხელი ჯანჯაფილის ჩაი ლიმნით. არ იქნება ზედმეტი, თუ მას ერთ კოვზ თაფლს დაუმატებთ.

ცხელი ჩაი ტანინს შეიცავს, ნივთიერებას, რომელიც ნახველს გამოდევნის, თაფლის ფერმენტები ბაქტერიებს ებრძვიან, ლიმონს კი, რომელიც C ვიტამინს დიდი რაოდენობით შეიცავს, ანტისეპტიკური როლი აქვს.

თუ სახლში მოგეპოვებათ ჟოლო (სასურველია ნედლი, მაგრამ მოხარშულიც გამოდგება), ექიმები მის გამოყენებას მუდამ გირჩევენ. ჟოლოში სალიცილმჟავაა,  რომელიც ინფექციას აცხრობს.


წარმოგიდგენთ საიდუმლოს, რომელიც გაციების მკურნალობას ეფექტურობას სძენს და ამასთან, სახლის პირობებში გამოჯანმრთელებას რეალურს ხდის.

ინგრედიენტები

  • 250 მლ რძე
  • 1 ჩ.კ. ნაღების კარაქი (შესაძლებელია კაკაოს კარაქი)
  • 1 ჩ.კ. თაფლი
  • 1 კვერცხის გული
  • 0,25 ჩ.კ. სოდა

მომზადების წესი

  1. აადუღეთ რძე, შემდეგ გააცივეთ. დაამატეთ თაფლი და ზეთი. კარგად აურიეთ.
  2. მასას შეურიეთ სოდა, კვერცხის გული და კვლავ საგულდაგულოდ აურიეთ.
  3. სურვილის შემთხვევაში დაამატეთ 1 ჩაის კოვზი კონიაკი.

მიიღეთ ეს წამალი ყოველდღე, ძილის წინ 50 მლ. სამკურნალო ეფექტს უკვე შემდეგ დღეს იგრძნობთ.

კომენტარის დატოვება