ნებისმიერი ქალი ოცნებობს, იყოს ტანადი. თანაც ისე, რომ წონაში კლების პროცესი რაც შეიძლება იოლად წარიმართოს. ამ მიზნით გთავაზობთ გასახდომი კოქტეილის რეცეპტს. მისი დალევა ყიველდღიურადაა შესაძლებელი.
დარიჩინი, ჯინჯერი და წიწაკა აჩქარებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს და ხელს უწყობს ცხიმების წვას და, შესაბამისად, წონაში კლებას. გარდა ამისა, მათ შეუძლიათ მადის დაქვეითებაც. კეფირი წმენდს ორგანიზმს შლაკებისა და ტოქსინებისგან, ასევე აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას.
ინგრედიენტები
- 200 მლ კეფირი
- ნახევარი ჩ. კ. დაფქული ჯინჯერი
- ნახევარი ჩ. კ. დარიჩინი
- ერთი მწიკვი წიწაკა
მომზადება
- შესაბამის ჭურჭელში ჩაასხი 200 მლ კეფირი.
- დაამატე დაფქული ჯინჯერი, დარიჩინი და მწიკვი წიწაკა. შეგიძლია გამოიყენო გახეხილი ჯინჯერის ფესვიც.
- ათქვიფე კოქტეილი მიქსერით ან ბლენდერით ისე, რომ ის ჰაეროვანი გახდეს. ეს კოქტეილი შეგიძლია მიირთვა ჭამამდე, ჭამის შემდეგ ან სულაც კვების ჯერი ჩაანაცვლო მისით.
რეგულარული გამოყენების შემთხვევაში დიეტოლოგები თვეში 5 კგ ს დაკლებას გვპირდებიან. კეფირის კოქტეილი მარტივი და გემრიელი საშუალებაა ფიგურის წესრიგში მოსაყვანად.
მოუყევი მის შესახებ შენს მეგობრებსაც!