მარტივი სავარჯიშო, რომელიც დაგამშვიდებთ და მარტივად დაძინებაში დაგეხმარებათ

4-7-8 სუნთქვის ტექნიკა: რა არის ეს?

ცნობილი მეცნიერის, დოქტორი ვეილის განცხადებით ეს მარტივი ტექნიკაა, რომელიც ხშირი გამოყენების შემთხვევაში, უძილობის პრობლემას სრულიად მოგიხსნით. მისი შესრულების მეთოდი მარტივია და რამდენიმე ეტაპს მოიცავს:

1. დაწყებამდე იპოვეთ ისეთი ადგილი, სადაც არავინ შეგაწუხებთ

2. დაჭექით კომფორტულად, გაასწორეთ წელი და დააწყვეთ ფეხები ძირს. თუ ამ ვარჯიშს ძილის წინ აკეთებთ, დაწექით ზურგზე.

3. მოათავსეთ თქვენი ენა ზედა წინა კბილების უკან და დატოვეთ მანდ მანამ, სანამ ამ ვარჯიშს არ დაასრულებთ.

4. გახსენით ტუჩები ოდნავ და ამოისუნთქეთ ღრმად, ისე რომ ჰაერი თქვენს ზედა კბილებზე იგრძნოთ.

5. დახუჭეთ თვალები და შეისუნთქეთ ჩუმად და ღრმად ცხვირით, პარალელურად დაითვალეთ ოთხიდან ერთამდე გონებაში.

6. შეიკავეთ სუნთქვა 5 წამით.

7. ამოისუნთქეთ პირით 8 წამის განმავლობაში ძლიერად.

გაიმეორეთ ეს ნაბიჯები ასეთი თანმიმდევრობით ოთხჯერ. შესაძლოა ოდნავი თავბრუსხვევაც იგრძნოთ, თუმცა ეს ნორმალურია.

დამატებით სასარგებლო რჩევები, რომელიც ძილის პრობლემებს მოგიგვარებთ:

1. შეამცირეთ ლურჯი გამოსხივების მიღება ძილის წინა პერიოდში. გადადეთ მობილური და ტაბლეტი გვერდით. ტექნიკის გამოყენებისგან თავის შეკავება უფრო მარტივად შეამზადებს თქვენს ნერვებს ძილისთვის.

2. იზრუნეთ რომ თქვენ საძინებელში იყოს სიჩუმე და სიბნელე

3. დაძინებამდე რამდენიმე საათით ადრე თავი შეიკავეთ კოფეინის შემცველი სასმელების დალევისგან.

კომენტარის დატოვება