თუ მუხლის ტკივილი გაწუხებთ, გირჩევთ ამ ვარჯიშებს დიდი დრო დაუთმოთ

მუხლის სხვადასხვა სახის ტკივილს განსხვავებული ვარჯიში სჭირდება

როდესაც მუხლის ტკივილი საგრძნობი და სერიოზული დონის გახდება, თქვენ აუცილებლად მიხვდებით, თუ როგორი სახის ფიზიკური აქტივობაა თქვენთვის ყველაზე ძნელი. არსებობს ტკივილის შემამსუბუქებელი და ასევე მუხლის ტკივილის გამომწვევი მიზეზების სამკურნალო ვარჯიშებიც.

პირველ რიგში, უმჯობესი იქნება თუ ექიმთან ერთად შეისწავლით თქვენს პრობლემას და გაარკვევთ, კონკრეტულად ფეხის რომელი კუნთის გაჯანსაღეაა თქვენთვის მთავარი.

ეს იმ 5 ვარჯიშის სიაა, რომელიც თქვენი მუხლის ტკივილს მინიმუმ 2–ჯერ მაინც შეამცირებს და სრული განკურნების გზაზე წინსვლაში ყველაზე მეტად დაგეხმარებათ:

1. გაშლილი ფეხის აწევა

ეს ვარჯიში ნებისმიერი სახის ტკივილის მქონე ადამიანისთვის მარტივი იქნება. მიუხედავად იმისა, თუ როდის ივარჯიშეთ ბოლოს, კარგად გახურების შემდეგ ამ მოძრაობის შესრულება ფეხის ზედა ნაწილში არსებულ 3 მთავარ კუნთს გაავარჯიშებს:

დაწექით ზურგზე.

მოხარეთ ერთი მუხლი 45 გრადუსით, ისე რომ ფეხის გული ზედაპირს არ მოაშოროთ.

გაშალეთ მეორე ფეხი სწორად და აწიეთ მეორე ფეხის მუხლის სიმაღლეზე. ასე გააჩერეთ 30 წამი.

ეს ვარჯიში 3 ნაწილად უნდა შეასრულოდ, თითო ჯერზე ყოველი ფეხი გაავარჯიშეთ 15–30 წამით.

2.  მუხლის უკანა კუნთების დაჭიმვა

ბარძაყის კუნთები, რომელიც მუხლის უკანა ნაწილს უერთდება, ჯანსაღი გამოჯანმრთელებისთვის ყველაზე კარგად უნდა დავტვირთოთ.

მოეჭიდეთ ცალი ხელით თქვენი მყარ საგანს.

მეორე ხელით მიიტანეთ ფეხის ქუსლი თქვენს საჯდომთან რაც შეიძლება ახლოს. ასე გაჩერდით რამდენ ხანსაც შეძლებთ.

გაიმეორეთ იგივე ქმედება მეორე ფეხით.

3. სახსრების კონტროლი

დაწექით მუცელზე და სწორად გაშალეთ ფეხები.

დაჭიმეთ თქვენი მარცხენა დუნდულისა და ბარძაყის კუნთები და ნელა აწიეთ ფეხი ჭერისკენ. აუცილებლად შეინარჩუნეთ ფეხი სწორ მდგომარეობაში.

გაჩერდით მაღლა აწეულ მდგომარეობაში 15 წამი, შემდეგ დაუშვით ფეხი ძირს. გაიმეორეთ მსგავსი მოქმედება თითოეული ფეხით 15–ჯერ.

თუ ხერხემლის არეში ტკივილს იგრძნობთ ამ ვარჯიშის შესრულებისას, აუცილებლად გაჩერდით.

4. კედელთან ჩაჯდომები

ეს ნამდვილად არ არის ისეთი მარტივი ვარჯიში, როგორიც ერთი შეხედვით ჩანს:

გაშალეთ ფეხები მხრების სიგანეზე და მჭიდროდ მიეყუდეთ ზურგით კედელს.

ნელა მოიხარეთ მუხლს არეში, ისე რომ ზურგი კედელს არ მოაშოროთ.

როდესაც თქვენი ბარძაყების არე მიწის პარალელურ ფორმას მიიღებს, გაჩერდით და შეიკავეთ ასეთ მდგომარეობაში თავი 5–1– წამის განმავლობაში.

გაიმეორეთ ეს მოქმედება რამდენჯერმე და ეცადეთ ყოველი მცდელობისას უფრო დიდხანს გაჩერდეთ საჭირო პოზაში.

5. კოჭის კუნთების დაჭიმვა

დადექით გამართულად, მოეჭიდეთ რაიმე მყარს.

ნელა აწიეთ თქვენი კოჭის არე რაც შეიძლება მაღლა, შემდეგ კი დაბლა დაუშვით.

გაიმეორეთ ეს ვარჯიში 3–ჯერ, თითო გაკებისას შეასრულეთ მოქმედება 15–ჯერ.

როდესაც მიეჩვევით ასეთ ვარჯიშს, ეცადოთ შეასრულოთ იგი საყრდენი ფეხის ქუსლის ჰაერში აწევის პარალელურად.

კომენტარის დატოვება