სწორი კვება ჯანმრთელი ცხოვრებისა და დღეგრძელობის ერთ-ერთი მთავარი პირობაა. ჩვენი შეგრძნებები ხომ პირდაპირ უკავშირდება იმას, რასაც მივირთმევთ. სწორი კვება ეს არ არის მკაცრი დიეტა და გემრიელ საჭმელზე უარის თქმა.
ჩვენ გთავაზობთ სწორი კვების რაციონს ერთი დღისთვის და ასევე სწორ კვებასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს.
სწორი კვების მარტივი წესები
1. აკონტროლეთ საკვების კალორიულობა
თუ საკვებისგან უფრო მეტ ენერგიას მიიღებთ, ვიდრე დახარჯავთ, ეს უკვე ზედმეტ კილოგრამებში გადავა. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ენერგეტიკული ბალანსი შეინარჩუნოთ.
შეარჩიეთ შაქრისა და ცხიმის დაბალი შემცველობის მქონე პროდუქტები. უპირატესობა მიანიჭეთ ნატურალურ მცენარეულ საკვებს: ბოსტნეულს, ხილს, თხილეულს, ჩირს, პარკოსნებს, ქატოს დ ა. შ…
2. რაციონში ჩართეთ სხვადასხვა ჯგუფის პროდუქტები
ყოველდღე გამოიყენეთ სასარგებლო პროდუქტები: ფერადი ბოსტნეული და პარკოსნები, ხილი, მსხვილად დაღერღილი ხორბლის პური და მაკარონი, უცხიმო ხორცი, თევზი, ღვიძლი, კვერცხი, ნიგოზი, რძე, ყველი, ხაჭო, იოგურტი…
3. შეზღუდეთ მარილისა და შაქრის მოხმარება
მარილის რეკომენდებული დღიური დოზა არის 5 გრამი (ერთი ჩ. კ.), ხოლო შაქრის – 50 გ-ზე ნაკლები.
4. დაიცავით კვების რეჟიმი
მთავარი პრინციპებია: საუზმე მიირთვათ გაღვიძებიდან ერთი საათის განმავლობაში, ვახშამი კი – ძილამდე არაუგვიანეს 3 საათისა. კვების ძირითად ჯერებს შორის ოპტიმალური შუალედი უნდა იყოს 4 საათი, დღის მანძილზე კი სასურველია ორჯერ წახემსება.
5. სვით ბევრი წყალი
თითოეული ადამიანისთვის წყლის დღიური რაოდენობა სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული. ესენია: ფიზიკური აქტივობა, გარემოს ტემპერატურა, ადამიანის თავისებურებები. ასე რომ, წყლის დღიური ნორმა თავად უნდა განსაზღვროთ.
ერთი დღის მიახლოებული რაციონი
სწორი კვების დასაცავად საკვების მიღება გაყავით 5 ნაწილად.
საუზმე: 200 გ ბრინჯის ან შვრიის ფაფა და ასი გ მოშუშული ბოსტნეული.
ლანჩი: 200 გ კეფირი და ერთი ცალი ვაშლი
სადილი: 200 გ მოშუშული ბოსტნეული, 200 გ თევზი ან ქათმის ფილე. ქატოს პური და უშაქრო ჩაი.
ლანჩი: ერთი ცალი ბანანი
ვახშამი: 200 გ ხაჭო, ერთი ცალი მოხარშული კვერცხი, 150 გ ბოსტნეულის ან ხილის სალათა.
როგორც ხედავთ, მენიუ ყოველდღიურად 200 გ ხორცს ან თევზს გვთავაზობს. ხორცი შეიძლება იყოს ქათმის, უცხიმო ღორის და საქონლის, ან წარმოდგენილი იყოს ღვიძლის სახით.
სწორ კვებას, სასურველია, რომ დაამატოთ ზომიერი ფიზიკური დატვირთვა. და მალე თქვენი სხეული შეიძენს ბევრად ლამაზ ფორმებს, გახდებით უფრო ენერგიულები და მოქნილები. გისურვებთ ჯანმრთელობას! გაუზიარეთ ეს სასარგებლო რჩევები თქვენს მეგობრებსაც!