ხშირია შემთხვევა, როცა ადამიანი ვერაფრით იძინებს და ამის მიზეზად სხვადასხვა რაიმეს ასახელებს. თუმცა, უპრიანი იქნებოდა, დაფიქრებულიყო, რაიმე ისეთი ხომ არ მიირთვა საღამოს, რამაც გამოიწვია უძილობა.
რა პროდუქტები არ უნდა მიირთვათ ღამით
1. შავი შოკოლადი – აჩქარებს პულსაციას და იწვევს უძილობას.
2. ხორცი – ცილა აფერხებს საჭმლის მონელების პროცესს და ორგანიზმი დიდი დატვირთვით მუშაობს.
3. ნიახური – ბუნებრივი შარდმდენია.
4. ღვინო – ახშირებს შარდის გამოყოფას და ამით იწვევს ძილის დარღვევას.
5. ყავა – კოფეინი აღაგზნებს ნერვულ სისტემას და მას მოდუნება უჭირს.
6. ენერგეტიკული სასმელები – ასევე დიდი რაოდენობით კოფეინს შეიცავს.
7. გაზირებული სასმელები – კოფეინი და ნატრიუმის ბენზოატი – ძილის დარღვევისთვის ‘’საუკეთესო’’ კომბინაციაა.
8. წამლები – ზოგიერთი მედიკამენტი: ტკივილგამაყუჩებლები, დიურეტიკები, გაციების საწინააღმდეგო საშუალებები – ყავაზე მეტ კოფეინს შეიცავს.
9. პომიდორი – ამინომავა თიამინი ხელს უწყობს ტვინის გააქტიურებას.
10. ბადრიჯანი – ასევე დიდი რაოდენობით თიამინს შეიცავს.
11. შავი ლობიო – იწვევს ჭარბი აირების დაგროვებას და ხელს უშლის ძილის პროცესს.
12. სხვადასხვა ცხარე სოუსი – იწვევს კუჭის წვას და მჟავიანობის მომატებას.
13. ბროკოლი – შეიცავს ძნელად გადასამუშავებელ უჯრედისს და აფერხებს ძილის პროცესს.
თუ მიირთმევთ ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტებიდან რომელიმეს, დააკვირდით როგორ გძინავთ. მოახდინეთ კვების რეჟიმის კორექტირება.
გისურვებთ ჯანმრთელობას!