ხშირ შემთხვევაში, როცა კლასიკური მედიცინის მეთოდები და სამკურნალო პრეპარატები ნაკლები შედეგის მომტანია, გაცილებით მეტი ეფექტურობით გამოირჩევა მანუალური თერაპია. ორგანიზმში არსებობს წერტილები, რომლებზე ზემოქმედებით შესაძლებელია როგორც ტკივილის მოხსნა, ასევე სხვადასხვა დადებითი სამკურნალო შედეგის მიღება. კერძოდ, არსებობს სამი წერტილი ორგანიზმში, რომელთა დამასაჟებით მოგეხსნებათ სტრესი და გაგიათმაგდებათ ენერგია.
მეთოდიკა
- პირველ რიგში უნდა მოძებნო ორი წყვილი წერტილი, რომლებიც ლავიწის ძვლის ქვეშ მდებარეობს. ამ პროცესის გაიოლების მიზნით მხრები წინ წამოსწიე, რათა ლავიწები მაღლა ამოვიდეს.
2. ახლა მარჯვენა ხელის გული მიაჭირე მუცელს ჭიპის მიდამოში. მარცხენა ხელის შუა და დიდი თითები კი მიაჭირე ლავიწების ქვეშ ნაპოვნ წერტილებს.
3. ხელის გულითა და თითებით შეასრულე წრიული მოძრაობები იმ მიმართულებით, რომელიც შენთვის არის მოსახერხებელი. მიჭერას სჭირდება ძალის დატანება, თუმცა არა ისეთი სიძლიერის, რომ რაიმე დაიზიანო. შეასრულე 10-30 ასეთი წრიული მოძრაობა.
4. შემდეგ შეცვალე ხელების მდებარეობა და გააგრძელე იგივე.
ენერგიულობისა და მხნეობის შეძენის გარდა ამ მეთოდს აქვს სხვა უპირატესობებიც. მაგალითად, დიდი ხნის ჯდომის ან ფიზიკური დატვირთვის შემდეგ ხსნის დაძაბულობას სხეულის ქვედა ნაწილში, ხელს უწყობს უმოძრაო ცხოვრების წესის შედეგად დარღვეული ტანმედეგობის აღდგენას, ასევე ყელისა და სახის კანის დაჭიმვას.
აუცილებლად სცადეთ! სულ ათი წუთი და თქვენ ახალ ადამიანად დაიბადებით!
გისურვებთ ჯანმრთელობას!