წიწიბურას სარგებლობა – რამდენად ხშირად უნდა მივირთვათ ის

წიწიბურა – ეკოლოგიური თვალსაზრისით, ნამდვილად სუფთა პროდუქტია, ვინაიდან ის არ ექვემდებარება გენურ მოდიფიკაციებსა და ქიმიურ დამუშავებას. თუმცა არც ისე ბევრი ადამიანი იღებს მას სისტემატურად და, სულ ტყუილად.

ჩვენ მოგიყვებით, თუ რა სარგებლობას მიიღებს თქვენი ორგანიზმი, თუ კვირაში სამჯერ საუზმის რაციონში ჩართავთ წიწიბურას ფაფას.

რა სარგებლობა მოაქვს წიწიბურას

  1. ამცირებს სისხლში შაქრის დონეს.

წიწიბურას აქვს დაბალი გლიკემიური ინდექსი. ამ მხრივ უფრო მეტად გამოირჩევა მწვანე წიწიბურა. ამიტომ ამ პროდუქტს იყენებენ შაქრიანი დიაბეტის პრევენციისთვის.

2. ხელს უწყობს წონაში კლებას.

100 გ წიწიბურას ფაფა შეიცავს მხოლოდ 110 კკალორიას. ამავე დროს ანაყრებს კარგად და ორგანიზმს ამარაგებს სააჭირო ენერგიით.

  1. ამაგრებს სისხლძარღვებს.

წიწიბურა მდიდარია რკინითა და რუტინით. ეს უკანასკნელი კი ხელს უწყობს სისხლძარღვთა კედლების განმტკიცებას.

  1. ხელს უწყობს საჭმლის მონელებას.

უჯრედისი და სახამებელი, რომლებსაც შეიცავს წიწიბურა, ხელს უშლის ნაწლავების შებერილობასა და შეკრულობას. რაც მთავარია, ის ახდენს მსხვილი ნაწლავის კიბოს პროფილაქტიკას.

  1. აუმჯობესებს კანის, ფრჩხილებისა და თმის მდგომარეობას.

წიწიბურაში შემავალი თუთია, ასევე A, B ჯგუფის და D ვიტამინების არსებობა განაპირობებს ფრჩხილების სიჯანსაღეს, ასტიმულირებს თმის ზრდას. ხოლო ანტიოქსიდანტები და ფლავონიდები ხელს უშლის კანის დაბერების პროცესს.

  1. აუმჯობესებს გუნება- განწყობას.

ვიტამინი B12, რომელსაც შეიცავს წიწიბურა, ორგანიზმს ეხმარება ძილის პროცესის ნორმალიზებაში. ამ პროდუქტს ურჩევენ ასევე დეპრესიისა და ნევროზების დროს ფსიქოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით.

სარგებლიანობასთან ერთად, წიწიბურა საკმაოდ იოლად მზადდება. მისი შეთავსება სხვადასხვა პროდუქტთანაა შესაძლებელი. თუმცა გადაჭარბება არაფრის არ ვარგა. კვირაში სამჯერ ამ შესანიშნავი პროდუქტის მიღება სავსებით საკმარისია.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

კომენტარის დატოვება