ჯონასი ახალგაზრდა დედაა ტექსასიდან, რომელსაც ახლახანს სამწუხაროდ ახალშობილი შვილი გარდაეცვალა. ამ ტრაგედიას კიდევ უფრო ამძიმებს ის, რომ ეს ცუდი ფაქტი შეიძლებოდა მარტივად აეცილებინათ თავიდან ოჯახის წევრებს.
დამწუხრებული დედის განცხადებით, მისი შვილი რეიდენი ჯანმრთელი და ჯანსაღი ბავშვი იყო, თუმცა საკმაოდ უცნაურმა ვირუსმა შეიწირა. როგორც აღმოჩნდა, ბავშვს ჰერპესის ვირუსის მქონე ადამიანმა აკოცა, რის შემდეგაც ეს ვირუსი ახალშობილის ორგანიზმში აღმოჩნდა. სამწუხაროდ, იგი ამ დაავადებას ვერ გაუმკლავდა.
მსოფლიოს მასშტაბით უამრავი ადამიანია დაავადებული ცივი შრამების გამომწვევი ჰერპესით, თუმცა უმრავლესობას ამ სინდრომის ისეთი ფორმა აქვს, რომელიც კანზე გამონაყარით არ გამოირჩევა. ამიტომაც ამ ვირუსის შემჩნევა ხშირად სრულიად შეუძლებელია, ამიტომ თუ ახალშობილის კოცნას აპირებთ, უმჯობესი იქნება მისი დაბადებიდან რამდენიმე თვე ამისგან თავი შეიკავოთ, რათა თქვენთვის უცნობი დაავადებით ზიანი არ მიაყენოთ მის იმუნურ სისტემას შემთხვევით.
როგორ შეიძლება დავიცვათ პატარა ბავშვები ჰერპესისგან?
- თუ ორსულად ხართ და გენიტალურ ჰერპესს შეამჩნევთ, მაშინვე უთხარი თქვენს ექიმს, რათა მშობიარობის პროცედურა ვირუსის გავრცელებისგან დააზღვიოს.
- თუ თქვენს პატრნიორს გენიტალური ჰერპესი აქვს, თავი შეიკავეთ სექსისგან
- როდესაც ბავშვის ნახვა თქვენს მეგობარს სურს, დარწმუნდით რომ მასთან მისვლამდე ხელები კარგად აქვს დაბანილი
- ის ხალხი, ვისაც ტუჩზე გამონაყარი ჯერ კიდევ აქვს ჰერპესისგან, ან წინა კვირაში ჰქონდა, ბავშვს არ უნდა მიეკაროს
- არ გაიყვანოთ ახალშობილი დაბადებიდან რამდენიმე თვის განმავლობაში ხალხმრავალ ადგილებში