გავრცელებულია აზრი, რომ თუ ძილის წინ მივირთმევთ საკვებს, მუცელში დაიწყება დუღილის პროცესი. ასევე, ვინაიდან ღამე ცოტას ვმოძრაობთ, მთელი საკვები მუცლის ცხიმად გარდაიქმნება. ერთიც და მეორეც წარმოადგენს მითს.
საქმე იმაშია, რომ პროდუქტების კალორიულობა მუდმივი სიდიდეა და არ იცვლება დღის მონაკვეთის მიხედვით. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე თუ, რას და რა რაოდენობით მიირთმევთ. იმ პროდუქტების სიას, რომლის მიღება ძილის წინ არაფრით არ შეიძლება, სათავეში უდგას პარკოსნები. არასასურველ დუღილს იწვევს ასევე შავი პური და კომბოსტო ან სხვა ცოცხალი ბოსტნეული.
შეიძლება თუ არა ძილისწინ მირთმევა – ეს ღრმად ინდივიდუალური საკითხია და დაკავშირებულია შენს კვებით ჩვევებთან. თუ საუზმობ შუადღით, მაშინ სადილობა გვიან მოგიწევს. თუმცა ამ საკითხში მთავარია მუდმივი რეჟიმის შენარჩუნება . როგორ განრიგსაც მიეჩვევა შენი ორგანიზმი და კერძოდ, საჭმლის მომნელებელი სისტემა, ის უნდა შეინარჩუნო.
რეალურად კი ადამიანები ღამე იკვებებიან მავნე ცხიმიანი კერძებით ან ფასტ ფუდით. ბევრს უყვარს ტელევიზორთან არაჯანსაღი საკვებით ცმუცვნა. ეს ყველაფერი კი იწვევს წონაში მატებას და კუჭ- ნაწლავის მოქმედების დარღვევას.
გარდა ამისა, ტკბილი, ცხარე და ცხიმიანი საკვები იწვევს ნერვული სისტემის აღგზნებას. შესაძლოა სისხლში მოიმატოს ნორადრენალინის დონემ, რაც თავის მხრივ უძილობას განაპირობებს.
რის მირთმევა შეიძლება გვიან ღამით
თუ ღამე ჭამა მაინც გიწევთ, გაითვალისწინეთ რომ მიღებული პორციის კალორიულობა არ უნდა აღემატებოდეს დღიური ნორმის მეოთხედს. ასეთ შემთხვევაში უნდა მიირთვათ მსუბუქი კერძები – კვერცხის ცილის ომლეტი (კვერცხის გული საუზმისთვის გადაინახეთ). ასევე შეიძლება ერთი პატარა მუჭა ნიგოზი ან თხილეული, ხაჭო, ბერძნული იოგურტი…
თუ უძილობა გაწუხებთ, მიიღეთ ისეთი პროდუქტები, რომლებიც ბევრ მელატონინს შეიცავს – მაგალითად, ალუბალი, ნიგოზი, სიმინდის ფაფა…
თუ ადამიანს სისტემატურად უნდება ღამე ჭამა, ეს მიუთითებს იმაზე, რომ დღის განმავლობაში იგი არასაკმარისი რაოდენობის ცილას იღებს. ამიტომ მიირთვით მეტი კვერცხი, ქათმის ხორცი ან თევზი. ამაში დაგეხმარებათ ნელი მოქმედების ნახშირწყლებიც, მაგალითად, ფაფები.
მიიღეთ დღის განმავლობაში იმდენი კალორია, რომ ღამე ჭამა აღარ მოგინდეთ. ყური უგდეთ თქვენს ორგანიზმს და გაუფრთხილდით მას!
ჯანმრთელობას გისურვებთ!