რატომ ქვეითდება ყნოსვა კოვიდ 19  ის დროს და როგორ აღვიდგინოთ ის

კოვიდ 19 ის ერთ-ერთი ტიპური სიმპტომია ყნოსვის (ანოსმია) და გემოს ნაწილობრივი ან სრული დაკარგვა. ჩვენ შევეცდებით, მოკლედ ავხსნათ, თუ რატომ ხდება ეს და შესაძლებელია თუ არა რეცეპტორების აღდგენითი პროცესის დაწყება.

ყნოსვის ნაწილობრივი დაკარგვა

მეცნიერული კვლევის თანახმად, ვირუსი აზიანებს იმ ნერვულ უჯრედებს, რომლებიც პასუხისმგებელია ყნოსვისა და გემოს აღქმაზე. ამ დროს ხდება ნეირონთა ე. წ. დამხმარე უჯრედების დაზიანება და ვირუსი იოლად ეუფლება ორგანიზმს.

ამავე დროს, არანაირ სურდოს, განსხვავებით, მაგალითად, გრიპის ან სხვა რაიმე რესპირატორული დაავადებისგან, ადგილი არ აქვს. ამიტომ მხოლოდ ტემპერატურის შემოწმება კოვიდზე ეჭვის მისატანად არ კმარა. საჭიროა ადამიანს ვაყნოსინოთ რაიმე მკვეთრსუნიანი ნივთიერება და შევაფასოთ მისი ყნოსვის დონე.

ასეთები შეიძლება იყოს ნიორი, ვაშლის ძმარი, ახლად დაფქული ყავა ან ციტრუსები.

ყნოსვისა და გემოს დაკარგვა საკმაოდ უსიამოვნო ფაქტია. ასეთ დროს ადამიანს უქვეითდება მადაც. ავადმყოფს ეშინია და ჰგონია, არასოდეს დაუბრუნდება ჩვეული შეგრძნებები, თუმცა ადრე თუ გვიან დაკარგული ყნოსვაც და გემოც აღდგება.

პრაქტიკა აჩვენებს, რომ ნეირონების სრულ აღდგენამდე საჭიროა 3 კვირიდან 3 თვემდე. უბრალოდ, საჭიროა ინფიცირებულის სრულყოფილი მკურნალობა და სწორი მოვლა. არანაირი ლაიფჰაკი ამ პროცესის დასაჩქარებლად არ არსებობს.

თითოეული ადამიანისთვის გამოჯანმრთელების პროცესი თავისებურად მიმდინარეობს და აღდგენის დროც ინდივიდუალურია. ხშირია შემთხვევები, როცა კორონაზე ბოლო ტესტი  უარყოფითია, თუმცა ყნოსვა და გემო ადამიანს ისევ არ აქვს. ამ დროს საჭიროა მან მიმართოს ე. წ. სენსორულ ტრენინგებს. მაგალითად, სუნის დასაბრუნებლად ადამიანები, რეცეპტორების გავარჯიშების მიზნით ყნოსავენ სხვადასხვა მკვეთრი სუნის მქონე ნივთიერებას.

თქვენ თუ გადაიტანეთ კოვიდი და გქონდათ მსგავი პრობლემა? თუ გირჩიათ ექიმმა რაიმე საინტერესო და ქმედითი მეთოდი ანოსმიასთან საბრძოლველად? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

სამწუხაროდ, კოვიდი დანებებას არ აპირებს. ამიტომ მიმართეთ სიფრთხილის ყველა ზომას – ეს იქნება ჰიგიენა, პირბადე თუ დისტანცია. გაუფრთხილდით საკუთარ თავსაც და სხვებსაც!

კომენტარის დატოვება