ზოგადად, მენსტრუაცია 3 ან 5 დღე გრძელდება. როცა პერიოდის ხანგრძლივობა 1 კვირას უტოლდება, საქმე შესაძლოა სერიოზულად იყოს. ზოგჯერ, გრძელი პერიოდი შეიძლება კეთილთვისებიანი იყოს, თუმცა ხანდახან გრძელვადიანი სისხლდენა კიბოს ნიშნებს უკავშირდება.
38 წლის ორშვილიან დედას მელბურნიდან, მეინსტრუაცია დაეწყო და აღარ დაუმთავრდა. კლერ ვეითი დაღლილობას იშვიათად განიცდიდა, შემდეგ პერიოდი რამდენიმე კვირა გაუგრძელდა და თავს მუდამ გამოფიტულად გრძნობდა.
კლერი ექიმის სანახავად წავიდა, რომელმაც იფიქრა, რომ მოვლენა საშვილოსნოს ფიბრომას უკავშირდებოდა და მისი ამოკვეთის ოპერაცია დაუნიშნა. ოპერაციის და ტესტების შემდეგ, კლერის შეუჩერებელი სისხლდენის ნამდვილი მიზეზი დადგინდა: მას ნეიროენდოკრინული პატარა უჯრედების კიბო ჰქონდა, რომელიც უიშვიათესი და ძალიან აგრესიული ტიპის კიბოა. არც რადიაციამ უშველა და ექიმებს აღარაფრის გაკეთება შეეძლოთ.
5 წლის ბიჭის და 4 წლის გოგოს დედამ ყველაფრის მიუხედავად ბრძოლა გადაწყვიტა. მან და მისმა ქმარმა იშვიათი კიბოს იმუნოთერაპია შეისწავლეს. უცნობია, იმუშავებს თუ არა ეს ხერხი, მაგრამ ისინი ცდილობენ დედამ შვილებთან რაც შეილება მეტი დრო გაატაროს. უცნობია როგორ მიიღებს ამ პრაქტიკას კლერის ორგანიზმი.
თუ მენსტრუაციის ხანგრძლივობამ 7 დღეს გადააჭარბა, აუცილებლად მიმართეთ გინეკოლოგს. სისხლდენა არანორმალურია მაშინაც, თუ მენოპაუზის შემდეგ პერიოდებს შორის აღგენიშნებათ.