ზოგადი საუბრები სწორი კვების გავლენის შესახებ წონის კლების პროცესზე, ხშირად არადამაჯერებელია. ამიტომ დღეს მოგიყვებით კონკრეტულ ადამიანზე, რომელიც ამჟამად მოდელივით გამოიყურება, თუმცა წლების წინ ჯინსის შარვალს ძლივს იცვამდა.
კალიფორნიელმა გოგონამ – ილანამ 45 კგ დაიკლო და ახლა თავის გამოცდილებას ყველა ჭარბწონიან ადამიანს უშურველად უზიარებს. იგი ნუტრიციოლოგია და საკუთარი ბლოგისა და წიგნის საშუალებით ერთობ სასარგებლო და ქმედით რჩევებს იძლევა.
გთავაზობთ ყველაზე ქმედით და ეფექტურ მოწოდებებს:
მიირთვით კარგად, დანაყრებამდე,თუმცა ყველაფერი – არა!
ამ პროცესში დაგეხმარებათ უჯრედისით მდიდარი პროდუქტები, რომლებიც ამავდროულად არ შეიცავს სწრაფ ნახშირწყლებს. ასეთებია – ბურღულეული, ხილი და ბოსტნეული.
მეტი ცილა
კიდევ ერთი ნივთიერება, რომელიც იწვევს დანაყრების შეგრძნებას და დაბალკალორიულია – ეს არის ცილა. მას დიდი რაოდენობით შეიცავს ხორცი, თევზი და პარკოსნები.
ბევრი წყალი
ეს მოწოდება არ ნიშნავს მაინცდამაინც დღეში 2 ლიტრი წყლის დალევას. უფრო მეტად მიმართულია ორგანიზმში წყლის ბალანსის შენარჩუნებისკენ, რომლის დარღვევის შედეგად ტოქსინების გამოყოფა ორგანიზმიდან ფერხდება.
საკმაზი და სანელებლები თქვენი მეგობრები არიან
თქვენ არ მიირთმევთ შაქარს სწორი კვების დროს. შეგიძლიათ ის ჩაანაცვლოთ სხვა საგემოვნო და ამასთან სასარგებლო საშუალებით. დიეტოლოგები ამტკიცებენ, რომ, მაგალითად, ჯინჯერი, დარიჩინი და სხვადასხვა პილპილი ხელს უწყობს ცხიმების დაშლას.
გადადით ნელ ნახშირწყლებზე
მსხვილად დაღერღილი ხორბლის პური და ხორბლის მაგარი ჯიშისგან დამზადებული მაკარონი გაცილებით უფრო სასარგებლოა, ვინაიდან ისინი შეიცავს ნელ ნახშირწყლებს. ეს უკანასკნელი კი ნელი ტემპით გადამუშავდება და ორგანიზმს ენერგიით აღავსებს.
გარდა ამისა, ნუტრიციოლოგი მოგვიწოდებს არა მხოლოდ რაციონის, არამედ ცხოვრებისადმი დამოკიდებულების შეცვლისკენ. მისი მთავარი რჩევაა, დასახული მიზანი არ გადავდოთ გაურკვეველი ვადით, ან მორიგ ორშაბათამდე.
როგორ მოგეწონათ აღნიშნული რჩევები? გაგვიზიარეთ თქვენეული სწორი კვების ნიუანსები. ეს სტატია კი სხვებსაც გააცანით.