აზიელების სახის მოვლის საიდუმლო, რომელიც საშუალებას მოგცემთ გამოიყურებოდეთ ისე თითქოს 20 წლის ხართ

ინდოელი აიშვარია რაი (45 წლის), ჩიბელი ლუსი ლუ (50 წლის), იორდანიელი რანია ალ-აბდულა (48 წლის), ტაილანდელი ლინ ჩილინი (44 წლის), იაპონელი მიჰო ნაკაიამა (49 წლის), არაბი შეიჰა მოზა (59 წლის)… ამ ლამაზმანი აზიელების სილამაზით მილიონობით მამაკაცია შეპყრობილი. ქალები კი შთაგონებულები არიან. როგორ ინარჩუნებენ ახალგაზრდულობასა და სილამაზეს? რაშია საიდუმლო?

იდეალური კანი, მშვენიერი თმა, გამართული სხეული და 45/50 წლის ასაკი! პლასტიკა? ბოტოქსი? არა! უბრალოდ აზიელმა გოგონებმა იციან თუ როგორ მოუარონ სწორად თავს. მათი არჩევანი საკუთარ თავზე და სხეულზე ზრუნვაა, რაც მთავარია გონივრულად!

მრავალსაფეხურიანი გაწმენდა

არაა გასაკვირი, რომ აზიელების უმრავლესობას არ აწუხებს აკნე. მათთვის კანის მოვლა მთელი რიტუალია. მაგალითად, იაპონელებს სწამთ, რომ ტანი დროებით გვაქვს და მას მაქსიმალურად ფრთხილად უნდა მოვეპყრათ. კანის მოვლის ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი – მრავალ საფეხურიანი წმენდაა. ჯერ ისინი იყენებენ გამწმენდ გელს, რომლის მეშვეობითად იშორებენ მაკიაჟს და ზედაპირულ დაბინძურებას. შემდეგ ისმევენ საპნის ქაფს, რომელიც ღრმად წმენდს კანს. შემდეგ მოდის შრატი. ყველაფერს ასრულებს რძის კრემი ან გელი.

ასევე, იაპონელებს ძალიან უყვართ ღამის ნიღბები, რომლებიც ჩამობანას არ ექვემდებარება. დილიდან ისინი ჯანსაღად და დასვენებულად გამოიყურებიან მაშინაც კი თუ ვერ გამოიძინეს.

ნატურალური კოსმეტიკა

“მარადიულად ახალგაზრდა” იაპონელი, 50 წლის მასაკო მიძუტანი გვარწმუნებს, რომ კანის მოვლაზე დღეში 5 საათს ხარჯავს. თქვენ რა თქმა უნდა იტყვით, რომ ეს დიდი დროა, მაგრამ მაინც ღირს რაღაცის სწავლა ამ ლამაზმანისგან. აზიელებისთვის მნიშვნელოვანია ყველა მოვლის საშუალება ერთი კოსმეტიკური ხაზიდან იყოს, რათა თითოეულმა კომპონენტმა წინის მოქმედება გააძლიეროს. ხელოვნურ ინგრედიენტებს შეებრძოლეთ!  თავიანთ ფორმულებში აზიური კოსმეტიკის მწარმოებლები მხოლოდ ნატურალური კომპონენტების გამოყენებას ცდილობენ. მათი კოსმეტიკა მზადდება მცენარეებისგან და მცენარეული ექსტრაქტებისგან. აღმოსავლელი ლამაზმანები საგულდაგულოდ ირჩევენ რა რაოდენობის ნაწარმს დაიდებენ კანზე.

 

მზეს — შეწინააღმდეგება!

იმ დროს როცა ჩვენ მთელი ძალისხმევით ვცხდილობთ გარუჯვას და სანაპიროზე 5 საათი ყოფნას, აზიელი გოგონებისთვის მზე აკრძალულია. სწორედ მზეა კანის ნაადრევი დაბერების პირველი მიზეზი. არცერთი იაპონელი, კორეელი ან ტაილანდელი გამოვა ქუჩაში ულტრაიისფერი მზის სხივებისგან დაცვის გარეშე. SPF-ს შემცველი კრემი მუდამაა მათ ჩანთაში.

 

მინიმალური მაკიაჟი

რაც შეეხება მაკიაჟს, აზიის მაცხოვრებლებს ამ შემთხვევაშიც მნიშვნელოვანი წესი აქვთ – რაც უფრო ნაკლები, მით უკეთესი. დეკორატიულ კოსმეტიკას იყენებენ როგორც დამატებას, რათა ბუნებრივი სილამაზე გამოკვეთონ ან ნაკლოვანებები დამალონ. ნებისმიერი მაკიაჟი ცუდად აისახება ფორებზე, რამაც შესაძლოა ნეგატიურ შედეგებამდე მიგვიყვანოს.

ჯანსაღი საკვები

“ჩვენ ვართ ის, რასაც მივირთმევთ” – ალბათ ბევრჯერ გაგიგიათ ეს ფრაზა. ვერ შევეწინააღმდეგებით. ეს ფაქტია. აზიის სამზარეულო თავისი საკვები ღირებულებებით და ჯანსაღი მომზადების ხერხებით ცნობილია. აზიელები მხოლოდ ახლადმომზადებულ პროდუქტებს მიირთმევენ – ხორცს, ბოსტნეულს, მცენარეულს. გაგიკვირდებათ, მაგრამ იაპონიაში ნახევარფაბრიკატებსაც კი უმაღლესი ხარისხის ნატურალური პროდუქტებით ამზადებენ. სწრაფ კვებას კი პრაქტიკულად არ მიირთმევენ. სწორედ სწორი კვება ეხმარებათ კანი შიგნიდან ჰქონდეთ ლამაზი. ასევე, ჩინეთში, კორეასა და იაპონიაში ჩაი ძალიან უყვართ. კვლევები აჩვენებს, რომ ჩაის ბევრი სახეობა შეიცავს ანტიასაკობრივ ნივთიერებებს და კანის დაბერებას აფერხებს. შესაძლოა ესეც მათი ერთი დიდი საიდუმლოა!

სიგარეტი? არაფრის დიდებით!

მოდით ვაღიაროთ, რომ აზიელები უფრო სწორ და ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევენ დედამიწის სხვა მაცხოვრებლებისგან განსხვავებით. აზიაში საზოგადოებრივ ადგილას პრაქტიკულად ვერ შეხვდებით ქალს, რომელიც ეწევა.

და პერსონალური რჩევა: არ დაგავიწყდეთ სიმშვიდის შენარჩუნება! კოსმეტიკური საშუალებები, პროცედურები, სწორი კვება, ცხოვრების ჯანსაღი სტილი – ეს რა თქმა უნდა კარგია, მაგრამ არაა საკმარისი კანის სილამაზისა და სიჯანსაღისთვის.აზიელი გოგონები დარწმუნებულები არიან, რომ სტრესი გლუვი და გადაჭმული სახის მთავარი მტერია. ამიტომაც, ცდილობენ, ნებისმიერ სიტუაციაში თავი ხელში აიყვანონ და რაც არ უნდა მოხდეს, საკუთარ თავთან ჰარმონია შეინარჩუნონ.

კომენტარის დატოვება