წარმოიდგინეთ კვერცხი და ლუდი ერთად. და არა, ჩვენ არ ვსაუბრობთ სპორტული ბარების საუზმეზე. ეს კომბინაცია მართლაც არაჩვეულებრივია თმისთვის. ორივე ინგრედიენტი შეიცავს იმ მკვებავ ნივთიერებებს, რომლებიც ამარაგებს თმას, ხდის მას უფრო მბზინვარეს და ძლიერს.
მაშ ასე, მიაშურეთ მაცივარს, თუ იქ მორჩენილი ლუდი გეგულებათ და გამოიყენეთ ის შესაბამისად.
ინგრედიენტები
- 2 კვერცხის გული
- 230 მლ უქაფო ლუდი
მომზადება
- შეურიეთ კვერცხის გულები და ლუდი, სანამ ერთგვაროვან მასას მიიღებთ.
- წაისვით მასა თმაზე და დაიტოვეთ 20-30 წუთით.
- ჩამოიბანეთ ჩვეულებრივად შამპუნით.
რატომ უნდა სცადოთ ეს რეცეპტი
სახლში მოსამზადებელი სილამაზის პროდუქტები მარტივი გასაკეთებელია და უმეტესად ძალიან სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის. ეს იმიტომ, რომ თქვენ არ გიწევთ ინერვიულოთ პოტენციურად საზიანო ქიმიურ ინგრედიენტებზე, რასაც შეიძლება შეიცავდეს პროდუქტი. მხოლოდ კვერცხი და ლუდი, სულ ეს არის!
იმედი გვაქვს, თქვენს თმასაც ისევე მოუხდება ეს საშუალება, როგორც ბევრნაირი ტიპის თმას მოხდენია.
გაუზიარეთ რეცეპტი თქვენს მეგობრებსაც!