1. დაავადებები და დარღვევები საშარდე სისტემაში
წელის დაბლითა ნაწილში ტკივილი ხშირად თირკმელების და შარდის ბუშტის ცისტიტითაა გამოწვეული. თუ ეს სიმპტომი ღამის პერიოდში უფრო მეტად გაწუხებთ, მიმართეთ ექიმს სასწრაფოდ.
2. მანერები
გახსოვთ, როგორ გასწავლიდათ დედა წელში გამართული ჯდომის ნორმებს? ის მართლაც სწორ რჩევას გაძლევდათ. თქვენი წელი ორგანიზმის სიმძიმეს მხოლოდ მაშინ უმკლავდება პრობლემების გარეშე, როდესაც გამართული მანერებით დგახართ, ზიხართ ან მოძრაობთ. ეცადეთ ყოველთვის ისეთ პოზაში გაჩერდეთ, რომლის დახმარებითაც წონას ორივე ფეხზე გადაანაწილებთ.
3. მომნელებელი სისტემის დაავადებები
ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ, რადგან ექიმების მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, მომნელებელი სისტემის კედლების დაჩირქებისა და ასევე პანკრეასის დაავადებების ქონის დროს, პაციენტები ხშირად სწორედ წელის უკანა დაბლითა ნაწილის ტკივილს უჩივიან.
4. ფეხსაცმელი
კიდევ ერთი მიზეზი, რაც ამ რეგიონის ტკივილს იწვევს, მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით დიდხანს სიარულია. როდესაც ასეთი სტილის აქსესუარს ირგებთ, თქვენი ორგანიზმის გრავიტაციის ცენტრი მნიშვნელოვნად იცვლება და ზეწოლა სწორედ წელის დაბლითა ნაწილს აწვება.
5. ფიზიკური ვარჯიში
ხშირად ასეთი სახის ტკივილს საკმაოდ ჯანსაღი, თუმცა არაადეკვატური ფორმის ფიზიკური ვარჯიშის რეჟიმი იწვევს. თუ თქვენ ყოველდღე სულ უფრო და უფრო დიდი ძალებით იტვირთავთ თავს, ან ხშირად სწევთ მაღალ წონას, მაშინ თქვენ წელს პრობლემებისგან დაცვა სჭირდება. კუნთების დაზიანების თავიდან ასაცილებლად, შეარჩიეთ ადეკვატური წონები და გაითვალისწინეთ, რომ ვარჯიშის ინტენსივობა ხანგრძლივობის შესაბამისი უნდა იყოს.
6. ონკოლოგიური დაავადებები
სისხლჩაქცევებმა შესაძლოა ნერვებზე დაწოლა მოახერხონ, რაც უდიდეს ტკივილს იწვევს. ასეთი სახის შეხორცება შესაძლოა ნაწლავებზე, თირკმელზე ან ღვიძლზე გაგიჩნდეთ. თუ იგრძნობთ, რომ თქვენი მომნელებელი სისტემაც ვერ არის წესრიგში მას შემდეგ, რაც წელის ტკივილები დაგეწყოთ, სასწრაფოდ გაიარეთ ექიმთან კონსულტაცია.