ძილის წინ ამ 2 წუთიან მასაჟს ვიკეთებ და მთელი ღამე ტკბილად მძინავს.

ინსომნიის სიმპტომები მოსახლეობის 1/3-შია აღმოჩენილი. ამას სერიოზულ შედეგებამდე მივყავართ. მნიშვნელოვანია ყურადღება გაამახვილოთ იმაზე, თუ როგორ იძინებთ და დაამყაროთ ძილის რეჟიმი. ჩვენ პრობლემის გადაჭრის გზას გირჩევთ.

ფეხის მასაჟი მალე ჩაძინებაში დაგეხმარებათ. გიზიარებთ ეფექტურ ტექნიკას.

მიშელ სტივენსი, რეფლექციების სპეციალისტი ხსნის როგორ გავიკეთოთ მასაჟი ნაბიჯ-ნაბიჯ.

ნაბიჯი 1

დაიწყეთ დიდი თითის ბოლო წერტილით. დაიმასაჟეთ წრიული მოძრაობებით. შემდეგ ნელა დააჭირეთ და გეკავოთ რამდენიმე წამი.

ნაბიჯი 2

ახლა დაიმასაჟეთ დიდი თითი ცერა თითით. დაიწყეთ თითის გვერდებიდან და იმძრავეთ გვერდიდან წვრამდე. შემდეგ გადაინაცვლეთ ცენტრისკენ და თითის მეორე მხარისკენ. გაიმეორეთ 3-ჯერ მაინც.

ნაბიჯი 3

დაიმასაჟეთ ფეხის გულის ზედა ნაწილი. ამოძრავეთ თითები, დააძირეთ ფეხის ბალიშებს. გაიმეორეთ რამდენჯერმე.

ნაბიჯი 4

დაიმასაჟეთ ფეხის შუა ნაწილი. დააჭირეთ თითი და ამოძრავეთ ის ერთი მხრიდან მეორესკენ. გაიმეორეთ 3-ჯერ მაინც.

ნაბიჯი 5

ისევ დაიმასაჟეთ ფეხის გულის ცენტრი წრიული მოძრაობებით. დააჭირეთ შუა წერტილს და გააჩერეთ რამდენიმე წამი.

ნაბიჯი 6

ნელა და ნაზად მოუჭირეთ ფეხის თითებს მორიგეობით. დაიწყეთ დიდი თითით – აზიდეთ ის მაღლა და გადაინაცვლეთ სხვა თითებზე. გაიმეორეთ რამდენჯერმე. დაიმასაჟეთ ადგილი თითებს შორისაც.

ნაბიჯი 7

იპოვნეთ კოჭის ყველაზე ზედა წერტილი ფეხის შიდა მხარეზე. გადაითვალეთ 4 თითი მაღლა. ახლა დააჭირეთ ამ ადგილს და დაიმასაჟეთ წრიული მოძრაობებით 5 წამი.

ნაბიჯი 8

დაწექით ზურგზე და მოხარეთ მუხლები. დაიჭირეთ ფეხი ხელში. ხელებით დააწექით ფეხისგულს და დაიმასაჟეთ წრიული მოძრაობებით. გაიმეორეთ მეორე ფეხზე.

კომენტარის დატოვება