ზამთარს ფიგურა მტკივნეულად იტანს. განსაკუთრებით საახალწლო პერიოდი, რის შემდეგაც დიეტა აუცილებელი ხდება. ზამთრის დიეტების სირთულე იმაშია, რომ ეს შეუფერებელი პერიოდია დაბალკალორიული სალათებისთვის. მაგრამ მათი ჩანაცვლება შესაძლებელია. ამ დროს კომბოსტო დაგეხმარებათ: მასში საკმარისი მიკროელემენტია, რათა ცხიმის წვის პროცესი შესრულდეს. კვირის დიეტა მასზე უნდა ააგოთ, ოღონდ ჩათუშულ მდგომარეობაში და ვარჯიშის გარეშე 3-დან 5 კილომდე დაიკლებთ.
კომბოსტოს დიეტა
მთავარია სწორად მოამზადოთ ის. არანაირი სალა, ძეხვი ან დიდი რაოდენობით ზეთი. ჩცენ გთავაზობთ სწორ რეცეპტს, რომელიც დაგანაყრებთ და მდიდარი გემოთი გამოირჩევა.
დაგჭირდებათ:
- 1 კომბოსტო
- 2 ხახვი
- 1 სტაფილო
- 2 პომიდორი
- 1 ს. კ. სოიოს სოუსი
- 1 ს. კ. მზესუმზირის ზეთი
- 150 გ შამპინიონები
კომბოსტო გაატარეთ, სოკო დაჭერით, ხახვი პომიდორთან ერთად გახეხეთ და ტომატპასტის მიღებამდე აურიეთ. დაასხით ტაფას 150 მლ წყალი და გაათბეთ. მოათავსეთ კომბოსტო, დაუმატეთ 1 ს. კ. მზესუმზირის ზეთი და აურიეთ. დაუცადეთ სანამ კომბოსტო ფორმაში შემცირდება, დაუმატეთ სოიოს სოუსი და ტომატპასტა. ყველაფერი აურიეთ და თავსახურის ქვეშ თუშეთ საბოლოო მომზადებამდე.
კვირის მენიუ
ორშაბათი
- საუზმე: 250 გ შვრია რძეზე ხილით და თაფლით, ჩაი ან ყავა უშაქროდ.
- ლანჩი: 200 გ ნატურალური იოგურტი შაქრის და დანამატების გარეშე.
- სადილი: 250 გ ჩათუშული კომბოსტო და ასკილის ნაყენი.
- წახემსება: 250 მლ უცხიმო ფერმენტირებული რძე.
- ვახშამი: 150 გ ჩათუშული კომბოსტო და 100 გ ქათმის მკერდის ნახარში, 1 ჭიქა მწვანე ჩაი უშაქროდ.
სამშაბათი
- საუზმე: ბრინჯის ფაფა (რძის დამატებით) ხილით და თაფლით. ჭიქა ყავა ან უშაქრო ჩაი.
- ლანჩი: 100 გ უცხიმო ხაჭო.
- სადილი: 250 გ ჩათუშული კომბოსტო და ასკილის ნაყენი.
- წახემსება: 250 მლ უცხიმო კეფირი.
- ვახშამი: 150 გ ჩათუშული კომბოსტო და 100 გ გამომცხვარი ინდაური კანის გარეშე, ჭიქა მწვანე ან გვირილის ჩაი უშაქროდ.
ოთხშაბათი
- საუზმე: 250 გ წიწიბურას ფაფა და ჭიქა ჩაი ან ყავა 1 ს. კ. თაფლით.
- ლანჩი: მწვანე ვაშლი.
- სადილი: 250 გ ჩათუშული კომბოსტო და ასკილის ნაყენი.
- წახემსება: 250 მკ უცხიმო ფერმენტირებული რძე.
- ვახშამი: 150 გ ჩათუშული კომბოსტო და 100 გ გამომცხვარი თეთრი თევზი, 1 ჭიქა მწვანე ჩაი.
ხუთშაბათი
- საუზმე: 250 გ ქერის ფაფა, ჩაი ან ყავა 1 ს. კ. თაფლით.
- ლანჩი: 1 ფორთოხალი.
- სადილი: 250 გ ჩათუშული კომბოსტოდ და ასკილის ნახარში.
- წახემსება: 250 მლ უცხიმო ფერმენტირებული რძე.
- ვახშამი: 150 გ ჩათუშული კომბოსტო, 100 გ მოხარშული საქონლის ხორცი და 1 ჭიქა მწვანე ჩაი უშაქროდ.
პარასკევი
- საუზმე: 250 გ შვრია რძეზე ხილით და თაფლით, ჭიქა ჩაი.
- ლანჩი: 200 მლ ნატურალური იოგურტი შაქრის და სხვა დანამატების გარეშე.
- სადილი: 250 გ ჩათუშული კომბოსტო და ასკილის ნახარში.
- წახემსება: 250 მლ უცხიმო ფერმენტირებული რძე..
- ვახშამი: 150 გ ჩათუშული კომბოსტო, 100 გ მოხარშული კრევეტები, ჭიქა მცენარეული ჩაი.
შაბათი
- საუზმე: 250 გ წიწიბურას ფაფა, ჭიქა ყავა ან ჩაი უშაქროდ.
- ლანჩი: 2 კივი.
- სადილი: 250 გ ჩათუშული კომბოსტო და ასკილის ნაყენი.
- წახემსება: 100 გ ხაჭო.
- ვახშამი: 150 გ ჩათუშული კომბოსტო და 100 გ მოხარშული ქათმის მკერდი.
კვირა
- საუზმე: ბრინჯის ფაფა რძის, თაფლის და ხილის დამატებით, ჭიქა მწვანე ჩაი.
- ლანჩი: 1 გრეიფრუტი.
- სადილი: 250 გ ჩათუშული კომბოსტო და ასკილის ნაყენი.
- წახემსება: 250 გ კეფირი.
- ვახშამი: 150 გ ჩათუშული კომბოსტო და 100 გ გამომცხვარი ან მოხარშული საქონლის ხორცი.
როგორც შეამჩნიეთ, ძირითადი კერძები წონით არ აღემატებიან 250 გრამს. ნთავარი პრინციპი დიეტური კომბოსტოს და ცილოვანი კერძების შეხამებაა. საკვები მალე გადამუშავდება და კუჭში სიმძიმე არ რჩება. მცენარეული ჩაი მიკროელემენტების ნაკლებობას აკომოენსირებს.
ასეთ არტივ დიეტას უკუჩვენება არ აქვს. უარი უნდა თქვან მხოლოდ დიაბეტიანებმა და კუჭის ქრონიკული დაავადებების მქონეებმა.
არსებობს კიდევ ორი ნიუანსი: დღის მანძილზე არანაკლებ 1.5 ლოტრა წყალი უნდა დალიოთ და ვახშამი არ უნდა იყოს უფრო გვიან, ვიდრე დაძინებამდე 3 საათით ადრე.