5 ყველაზე უსარგებლო კოსმეტიკური პროდუქტი, რომელიც ზიანს აყენებს თქვენს სილამაზეს

ყველა ქალბატონის კოსმეტიკის ჩანთაში აღმოაჩენთ კანის მოვლის საშუალებებს, რომელთა გარეშეც მათ ცხოვრება ვერ წარმოუდგენიათ. თუმცა, კოსმეტიკური საშუალებების რამდენიმე სახეობა არსებობს, რომელთა დანიშნულებაც სადავოა.

ესთეტიკური მედიცინის სპეციალისტები მივიდნენ გადაწყვეტილებამდე, რომ ბევრი კოსმეტიკური პროდუქტი, რომლებსაც მასობრივ მარკეტებში გადააწყდებით, პოტენციური კლიენტებისთვის სრულიად უსარგებლოა. მათi გამოშვების ერთადერთი მიზანი მყიდველის შეცდომაში შეყვანა და მისგან დამატებითი თანხის გამოძალვაა. წარმოგიდგენთ კოსმეტიკის რამდენიმე მაგალითს, რომლებიც საერთოდ არ გჭირდებათ.

1. სახის მატონიზირებელი (ტონიკი)

ვფიქრობთ, რომ სახის ტონიკი აუცილებელი ნივთია, მაშინ როცა წარმოდგენა არ გვაქვს რა სჭირდება ჩვენს კანს. უკეთესია ეკოლოგიურად სუფთა საპონი ან სახის გამწმენდი კრემი გამოიყენოთ, რომელიც კანის უჯრედების ბუნებრივ ბიოქიმიურ ბალანსს არ დაარღვევს. თუ მაინც მოგწონს ეს პროდუქტი, მაშინ ისეთი არჩიეთ, რომელიც ალკოჰოლს არ შეიცავს.

2. ანტი-ცელულიტის პროდუქტები

ნებისმიერი პროდუქტი, რომელიც ცელულიტის მკურნალობას გთავაზობთ, საერთოდ არაა ეფექტური. ცელულიტი მეტაბოლიზმის პათოლოგიაა, რომელსაც ჰორმონალური ბუნება აქვს და ცხოვრების წესის რადიკალური ცვლილების გარეშე ვერ განიკურნება. თუ მასთან ბრძოლა გინდათ, პირველ რიგში დიეტა უნდა დაიცვათ, მავნე ჩვევებისგან განთავისუფლდეთ და სპორტით რეგულარულად დაკავდეთ. არ დახარჯოთ ფული და დრო იმაზე, რაც ყოვლად უსარგებლოა.

3. ხელის კრემი, ფეხის კრემი და ტანის კრემი

ადამიანებს სჯერათ, რომ სხეულის ყველა ნაწილისთვის სპეციალური კრემი სჭირდებათ. ეს ძალიან ჭკვიანური მარკეტინგული ხრიკია. რეალურად, ერთადერთი სასარგებლო კრემი სახისაა და ის შეგიძლიათ სხეულის სხვა ნაწილებზეც თავისუფლად გამოიყენოთ, რადგანაც ყველაფერზე ერთნაირად მოქმედებს.

4. შამპუნი და სხვა კოსმეტიკური პროდუქტები დაზიანებული თმისთვის

დაზიანებულ თმას სასწაულებრივი მეთოდი ვერ უშველის. პროდუქტს შეუძლია თმას სირბილე და ბზინვარება მიანიჭოს, მაგრამ უფრო ჯანსაღს მაინც ვერ გახდის. ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა ესტუმროთ თმის სტილისტს. ახალი ჯანსაღი თმა დაზიანებული თმის ადგილას უნდა გაიზარდოს.

5. ღამის დამატენიანებელი სახის კრემი

თანამედროვე დერმატოლოგიური კვლევის მიხედვით ნივთიერებათა ცვლა და კანის რეგენერაცია ღამით მიმდინარეობს. კრემის რეგულარული გამოყენება ამ პროცესს შეაფერხებს და მკურნალობა ნაკლებად ეფექტური იქნება. პირიქით, მსგავსი კრემი კანს უფრო მშრალს გახდის.

რთულია იყო რაციონალური, როცა საქმე სილამაზეს ეხება. თუმცა, მარკეტინგული ხრიკები და თანხის დახარჯვა სულელური ფუფუნებაა. გაანალიზეთ მასპროდუქცია და აირჩიეთ მხოლოდ სასარგებლო პროდუქტები.

კომენტარის დატოვება