98 წლის ბებიას ყოველ საღამოს ვუმზადებ იმბირის ჩაის. 50 წლის ქალივით გამოიყურება.

უხსოვარი დროიდან ადამიანები ცდილობდნენ, მოეძებნათ მუდმივი ახალგაზრდობისა და ჯანმრთელობის მეთოდები. ექიმბაშები და ალქიმიკოსები ქმნიდნენ სხვადასხვა ელექსირის რეცეპტს, იყენებდნენ რა ყველა შესაძლო ინგრედიენტს ბალახეულისა თუ ძვირფასი ქვების და ზოგჯერ შხამის სახითაც კი. მაგრამ საკვირველმოქმედი სასმელი, რომელიც კაცობრიობას დაბერებისგან იხსნის, დღესაც არ არსებობს.

თუმცა შეუძლებელია სიბერის თავიდან აცილება, მაინც არსებობს მისი რამდენიმე წლით გადავადების მრავალი მეთოდი.

ჩვენს დროში საიდუმლო არავისთვის არის, რომ სიცოცხლისა და ახალგაზრდობის ხანგრძლივობა პირდაპირ კავშირშია იმასთან, თუ რითი ვიკვებებით და რას ვსვამთ. სპეციალისტები გვირჩევენ, რომ მხოლოდ ნატურალური პროდუქტები და სასმელები მივიღოთ. ერთ-ერთი ასეთია მწვანე ჩაი იმბირით. და დღეს ჩვენ გთავაზობთ მისი მომზადების საიდუმლო ნიუანსებს.

იმბირის ჩაის სარგებლობა ორგანიზმისთვის

ეს ჩაი მთელ ორგანიზმს განახლებაში ეხმარება, რადგან ამარაგებს მას ვიტამინებითა და მინერალური ნივთიერებებით. ნატურალური კომპონენტების უნიკალური შეთანხმება სხეულს შიგნიდან აახლებს. ამავე დროს უმჯობესდება ყველა შინაგანი ორგანოს მუშაობა.

ექიმები გვირჩევენ, რომ ასეთი სასმელი მივიღოთ სხვადასხვა სახის შეშუპების, გულისა და სისხლძარღვების დაავადებების, ასევე სისხლში ქოლესტერინის მაღალი დონის დროს.

დაქვეითებული ლიბიდო, ინკოლოგიური დაავადებების მიმართ გენეტიკური წინასწარგანწყობა, მეორე ტიპის დიაბეტი, სიცივისადმი მგრძნობელობა, კუჭ-ნაწლავის მოქმედების დარღვევები, ასევე ქრონიკული დაღლილობა ან ფიბრომიალგია – ყველა ეს პრობლემა წარმოადგენს იმის აუცილებელ პირობას, რომ თქვენთვის მოიმზადოთ და მიირთვათ ჭიქა იმბირის ჩაი.

გარდა ამისა, ბევრი სვამს მწვანე ჩაის გახდომის მიზნით და სწორსაც აკეთებენ.

თავისთავად, მწვანე ჩაი – ეს არის ანტიკანცეროგენული და ანტიოქსიდანტური პროდუქტი, რომელიც ხსნის სტრესს და ახდენს ნაადრევი დაბერების პროფილაქტიკას. ეს სასმელი ადამიანს ათავისუფლებს ალერგიის სიმპტომებისგან, აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას და შველის კანის სხვადასხვა დაავადებას.

იმბირი – შეუცვლელი პროფილაქტიკური პროდუქტია რეპტოდუქტიული სისტემისა და მსხვილი ნაწლავის ონკოლოგიური დაავადებების წინააღმდეგ. ასევე მას აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, ნორმაში მოჰყავს საჭმლის მონელების პროცესი და გამოაქვს ზედმეტი სითხე ორგანიზმიდან. იმბირი აძლიერებს იმუნიტეტს, სასუნთქ გზებს ლორწოსგან ათავისუფლებს და შველის სხვადასხვა წარმოშობის თავის ტკივილს.

დარიჩინი დადებითად მუხტავს მთელ ორგანიზმს და წარმოადგენს ნატურალურ აფროდიზიაკს. ეს სანელებელი ებრძვის შაქრის მომატების პროცესს სისხლში და ასევე აქვეითებს ქოლესტერინის დონეს, გარდა ამისა, ამაგრებს ძვლებს და სახსრებს.

იმბირის ჩაის რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ერთი ლ წყალი
  • ერთი ჩ. კ. გახეხილი იმირი
  • ერთი ჩ. კ. დარიჩინი
  • ორი ჩ. კ. მწვანე ჩაი

მომზადება

დარიჩინი და იმბირი ჩაყარე წყალში და დადგი ცეცხლზე. ადუღებიდან ხუთი წუთის შემდეგ, მასში ჩაყარე მწვანე ჩაი, ხოლო სითხე გადმოდგი ცეცხლიდან. დატოვე შეფუთული ერთი საათის განმავლობაში. შემდეგ გადაწურე და ჩაასხი მინის ჭურჭელში.

სვი ერთი ჭიქა სასმელი დილით, გაღვიძებისთანავე, ხოლო შემდეგ, მთელი დღის განმავლობაში – ყოველი ჭამის წინ ნახევარი საათით ადრე.

გაუზიარე ეს სტატია მეგობრებს სოციალურ ქსელში, ჩვენ კი მოგვწერე კომენტარებში, თუ რა საშუალებებს იყენებ შენ ახალგაზრდობის გასახანგრძლივებლად.

კომენტარის დატოვება