ძმარი დიდი ხნის მანძილზე იყო ტერფის მრავალი ტკივილისა და პრობლემის გადაწყვეტის სტანდარტული საშუალება. ძმარი ებრძვის სოკოვან დაავადებებს, უსიამოვნო სუნს და მრავალ სხვას. ძმრის მჟავური თვისებები არბილებს ფეხების მშრალ კანს, ეხმარება დახეთქილ ქუსლებს. ყველაზე გავრცელებული ძმარი, რომელიც აბაზანებისთვის გამოიყენება არის მარტივი თეთრი ძმარი, რომლის შეძენა ნებისმიერ მარკეტში შეგიძლიათ.
მიუხედავად იმისა თუ რომელ ძმარს გამოიყენებთ (თუმცა სახლის ვაშლის ძმარი საუკეთესოა ეფექტურობის მხრივ), დარწმუნდით, რომ აბაზანა ან ტაშტი უნაკლოდ სუფთაა. არ შეგაშინოთ ძმრის სუნმა, ის მალე ქრება.
რეცეპტებმა, რომლებსაც წარმოგიდგენთ ტერფების სამკურნალო აბაზანებისთვის, გვაჩვენა, რომ ისინი საკმაოდ ეფექტურია.
1. დაღლილი ფეხებისთვის
თუ ფეხზე დგახართ მთელი დღე, მაშინ ეს დამაწყნარებელი ნარევი ტკივილს შეგიმსუბუქებთ. დიდ ტაშტში შეურიეთ 1 ჭიქა ზღვის მარილი, 1 ჭიქა ძმარი და 0,5 ჭიქა ლავანდას ნახარში. აბაზანა მიიღეთ 20-30 წუთის განმავლობაში.
2. ფეხის სოკო
წყლის თითოეულ გამოსაყენებელ ლიტრს დაამატეთ 1/3 ჭიქა ვაშლის ძმარი. ფეხები მინიმუმ 15 წუთით მოათავსეთ, ის გაგიქრობთ ქავილს, ანთებას და სხვა სიმპტომებს. გააკეთეთ ყოველდღე 10 დღის მანძილზე.
3. უსიამოვნო სუნის გასაქრობად
ამ პრობლემის გადასაჭრელად 3 წილ წყალს შეურიეთ 1 წილი ძმარი და გაიკეთეთ ფეხის აბაზანა. შეგიძლიათ ვაშლის ძმრის ან თეთრი ძმრის გამოყენება.
დაამატეთ წყალში რამდენიმე წვეთი ბეგქონდარას ზეთი – ეს დაგეხმარებათ სუნის გაქრობაში.
4. მეჭეჭებისა და კოჟრების საწინააღმდეგო
ძმარმჟავა წარმოადგენს ერთ-ერთ საუკეთესო ამქერცლავ საშუალებას და ამის გამო მას შეუძლია კოჟრებისა და მეჭეჭების წარმოქმნის შემცირება. შეურიეთ თანაბარი რაოდენობის თეთრი ძმარი და ცხელი წყალი და ჩაყავით მასში ფეხები.
გარდა ამისა, შეგიძლიათ, რომ პრობლემურ ადგილას დაიდოთ ძმარში ჩასველებული ბამბა, შეიხვიოთ ის და დაიტოვოთ მთელი ღამე.
5. ფრჩხილის სოკოს საწინააღმდეგო
შეურიეთ 2 წილი წყალი 1 წილ ძმარს და ჩაყავით ფეხები 15 წუთის მანძილზე, ყოველდღე. ვაშლის ძმარი ყველაზე უკეთესია, რადგან მას სოკოს საწინააღმდეგო თვისებები გააჩნია.
6. ფეხების რეგულარული მოვლისთვის გამოიყენეთ ძმარი
ყოველდღიური მოვლისთვის ფეხები მოათავსეთ 2 ლ თბილ წყალში, რომელსაც დამატებული ექნება 1/4 ჭიქა თეთრი ძმარი და რამდენიმე წვეთი თქვენთვის სასურველი ეთერზეთი. ჩაილბეთ ფეხები 40 წუთის განმავლობაში, შემდეგ კი კარგად გაიხეხეთ პემზის ქვით.
თუ თქვენ ღია ჭრილობა ან ნაფხაჭნი გაქვთ ფეხზე, მაშინ არ გირჩევთ ძმრიანი აბაზანის გამოყენებას. თუ გაქვთ დიაბეტი ან სხვა რაიმე დაავადება, რომელიც მოქმედებს სისხლის ფეხებთან მიდენაზე, იყავით ძალიან ფრთხილად.