საკვების 7 პოპულარული კომბინაცია, რომელსაც ჯანმრთელობის მოსპობა შეუძლია

ბავშვმაც კი იცის, რომ ლობიოს და კოკა-კოლის ერთად მირთმევა ცუდ შედეგს გამოიღებს. წარმოგიდგენთ პროდუქტებს, რომელთა ერთად მირთმევასაც უნდა უფრთხილდეთ.

სენდვიჩი და ყავა

როცა ბევრი დრო არ გაქვთ, ეს სწრაფი საუზმის ვარიანტია. ეტყვით “კი” ს ყველის სენდვიჩს და ყავას და მოგიწევთ უთხრათ “არა” ყველის ყველა სასარგებლო თვისებას.

გამოსავალი: ჩაანაცვლეთ ყავა თეთრი ან მწვანე ჩაით.

პომიდორი და კიტრი

ეს ზაფხულის პოპულარული კომბინაციაა. თუმცა, უკანასკნელმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ეს ორი ბოსტნეული სხეულის ბიოქიმიურ ქსელებს აწუხებს. ამან შეიძლება გამოიწვიოს წვა და ხორცმეტი. ვიტამინები, რომლებსაც კიტრი და პომიდორი შეიცავენ, არასწორად გადამუშავდება.

გამოსავალი: მიირთვით ისინი ცალ-ცალკე. მაგალითად, დღეს მოამზადეთ სალათა პომიდვრით და სალათის ფურცლით, ხვალ კი კიტრით.

კარტოფილი და ხორცი

ვინ იტყვის უარს სტეიკსა და ფრიზე? სამწუხაროდ, ეს ძალიან მძიმე კომბინაციაა. ერთად მირთმევისას, მუცელში იხლართებიან, ერთმანეთზე ნეგატიურად მოქმედებენ და სხვადასხვა დაავადების პროვოცირებას იწვევვენ.

გამოსავალი: ხორცის მაგივრად აირჩიეთ ბოსტნეული: ბარდა, ზუკინი, სატაცური, ბროკოლი ან ყვავილოვანი კომბოსტო.

მაკარონი და დაკეპილი ხორცი

იგივე მიზეზი ეხება ამ ორ პროდუქტსაც. ისინი საშიშ ქიმიურ შენაერთს ქმნიან და შეიძლება დიაბეტამდე მიგვიყვანონ.

გამოსავალი: უმჯობესია, ცალ-ცალკე მიირთვათ. მიირთვით პასტა სოუსებთან.

ლუდი და თხილი 

ეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კომბინაციაა სტუდენტობიდან. ყველას უყვარს ლუდთან მარილიანი მიწის თხილის მიყოლება. ძალიან მარილიანი პროდუქტები არამხოლოდ არასასარგებლოა, არამედ დეჰიდრაციამდეც მივყავართ.

გამოსავალი: როცა ალკოჰოლს სვამთ, წყალი ან გაზიანი სასმელი იქონიეთ თან.

რძის პროდუქტი და ანანასი

ანანასი შეიცავს ბრონელეინს, რონელიც რძის პროდუქტთან კავშირში შესალძოა ინტოქსიკაციის მაპროვოცირებელი გახდეს.

გამოსავალი: ანანასის ნაცვლად, რძის პროდუქტს მიაყოლეთ ატამი ან გარგარი.

რძე და ბანანი

ეს კომბინაცია ჯანსაღი კვების სტილის მიმდევრებში ძალიან პოპულარულია. სწრაფია დასამზადებლად. მაგრამ, ნუტრიციონისტები გვარწმუნებენ, რომ ტკბილი ხილი განცალკევებით უნდა მივიღოთ და სხვა პროდუქტებს არ შევურიოთ. უფრო ჯანსაღი იქნება თუ რძეს ცალკე დალევთ.

კომენტარის დატოვება