რა არის კონიუნქტივიტი?
ეს სინდრომი თვალის გუგისა და ხილული ნაწილის ზედაპირის ანთებას იწვევს. ეს უამრავი ფართოთ გავრცელებული ბაქტერიის ან ინფექციის შედეგად შეიძლება დაგემართოთ, ან ალერგიის წყალობით.
კონიუნქტივიტის სიმპტომები:
- ქავილი და აცრემლება
- თვალში წვის შეგრძნება
- ყვითელი ან მწვანე ნადები თვალის კუთხეში, რომელიც გაღვიძებისას თვალის გახელას გიშლით.
- ალერგიული კონიუნქტივიტის შემთხვევაში ქავილი ცხვირის არეში
სიმპტომები, რომელიც სწრაფ სამედიცინო ჩარევას საჭიროებს:
- თვალის ტკივილი
- სენსიტიური მგრძნობელობა სინათლის მიმართ
- ბუნდოვანი მხედველობა
- სიწითლე თვალის გუგის არეში
ამ სინდრომის გამომწვევი მიზეზები:
- ცუდად გაწმენდილი თვალის ლინზების ბაქტერიების გამო წარმოქმნილი ინფექცია
- ალერგია ყვავილის მტვერზე
- ტოქსიკური ნივთიერებების თვალის არეში მოხვედრა
- ახალშობილების შემთხვევაში დედის ინფექციური დაავადებები
როგორ უნდა ავირიდოთ თავიდან კონიუნქტივიტი:
- არ მოისრისოთ თვალი ხელით
- დაიბანეთ ხშირად ხელი საპნითა და თბილი წყლით
- არ გაუზიაროთ სხვას თქვენი პირსახოცი
- გარეცხეთ თქვენი ბალიშის პირი ყოველდღე თბილი წყლით
- არ ათხოვოთ სხვას თქვენი თვალის მაკიაჟის აქსესუარები