ვისწავლე წყლის სწორად დალევა და როგორც იქნა დავიწყე წონაში კლება

by ani

ამერიკის აღმოჩენა არაა, რომ ლამაზი ფიგურის და ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირების მიზეზი სწორი სმის რეჟიმია. სწორედ წყალი დაგეხმარებათ დაიკლოთ ზედმეტი წონა მაშინ, როცა დიეტების უმეტესობა უძლურია. მაგრამ ყველაფერი თუ ასე მარტივია, რატომ წუწუნებს ბევრი მსგავსი მიდგომი არაეფექტურობაზე? მათ არ იციან როგორ დალიონ წყალი სწორად.

არაა აუცილებელი 2-2.5ლ მთლიანად დალიოთ. მნიშვნელოვანია იცოდეთ რა დაამატოთ წყალს, იმისთვის, რომ გახდეთ. ჩვეულებრივ პროდუქტებს თქვენი მაცივრიდან უფრო მეტის გაკეთება შეუძლიათ, ვიდრე ფიქრობთ. ისინი არ არიან მზოლოდ კერძების ინგრედიენტები….

სასმელები გახდომისთვის

კოვზი თაფლი. ეს კალორიული პროდუქტი გახდომის პროგრამაში აქტიურადაა ჩართული. ის უჯრედებს ანტიოქსიდანტებით აჯერებს, კვებავს, არეგულირებს საჭმლის მონელების სისტემას და ცხიმის გამოდევნას უწყობს ხელს. უბრალოდ დაამატეთ 1 ჩ. კ. თაფლი ჭიქა წყალში (ოთახის ტემპერატურაზე) და დალიეთ გახდომისთვის ყოველ დღე.

კოვზი ვაშლის ძმარი. წყალი ძმრით პროდუქტების კალორიულობას ამცირებს, შინშილის გრძნობას ებრძცის და გლუკოზის დონეს არეგულირებს. მთავარია არ გადააჭარბოთ და მხოლოდ წყალში გახსნილი მიიღოთ.

პიტნა. მოადუღეთ 1 ჭიქა წყალი. დაუმატეთ პიტნის ფოთოლი, დაახურეთ თავზე და დაიცადეთ 15 წთ. მიიღეთ დღეში სამჯერ მეტაბოლიზმის დაჩქარებისთვის.

ლიმნის ნახევარი. გაწურეთ ნახევარი ციტრუსი თბილი წყლის ჭიქაში და დალიეთ საუზმემდე ნახევარი საათით ადრე. თუ ყოველდღე გაიმეორებთ, ორ კვირაში 2 კგ-ს ძალისხმევის გარეშე დაიკლებთ.

20 გ ჯანჯაფილის ფესვი. გაასუფთავეთ კოჭა, დაასხით 1 ჭიქა ცივი წყალი და გაათბეთ 20 წთ, წყლიან ჭურჭელში ჩადგმით. გააცივეთ ბოლომდე და დააყენეთ 1 ღამით. დაუმატეთ ჯანჯაფილის ნაყენი 1 კოვზი მცენარეულ ჩაის და დალიეთ წახემსების ნაცვლად.

ეს სულაც არ ნიშნავს, რომ შეგიძლიათ მიირთვათ ღამით, ჭამოთ ტკბილეული კილოგრამებით და მიეძალოთ ცხიმიან საკვებს.