თმა გცვივათ? დაამზადეთ ეს ვიტამინებით სავსე ნიღაბი ჭინჭრისგან!

როცა შამპუნები და კონდიციონერები არ აარსებობდა, თმას მცენარეებით იბანდნენ. დადიოდნენ მოვლილები და მშვენიერები იმი წყალობით, რომ ბუნების ძღვენს იყენებდნენ.

ერთ-ერთი ასეთი საშუალება ჭინჭარია. ის თმისთვის ნამდვილი ხსნაა: ცვენის თუ ცხიმიანობის დროს. ჭინჭარზე დამზადებული ზეთის გამოყენება გაყოფილი ბოლოების პრობლემასაც მოგიგვარებთ.

ჭინჭარი თმის ცვენისთვის
ინგრედიენტები
  • 500 გ ჭინჭარი
  • 100 მლ ზეითუნის ზეთი
  • 50 მლ ავოკადოს ზეთი
  • 50 მლ ყურძნის კურკების ზეთი

მომზადება

ჭინჭარი ნორჩი უნდა იყოს. შეგიძლიათ ნედლი აიღოთ, შეგიძლიათ გაახმოთ, მაგრამ აუცილებლად ის, რომელიც არ გაყვითლებულა და არ აყვავილებულა.ჩაიცვით რეზინის ხელთათმანები და წვრილად დაჭერით ჭინჭარი დაფაზე.

თითოეული ზეთი გაათბეთ წყალში ჩადგმულ ჭურჭელში 400 გრადუსამდე. დაასხით ჭინჭარს. კოვზით აურიეთ და გადაიტანეთ მასა ბნელ და ცივ ადგილას რამდენიმე დღით.ამ დროის მანძილზე მან მუქი მწვანე შეფერილობა უნდა მიიღოს ჭინჭრის წვენის ხარჯზე და არომატით გაჯერდეს. გაცერით, ფოთ₾ები გადაყარეთ.

მიღებული ზეთი ისევ გაათბეთ წყალში მოთავსებულ ჭურჭელში და დაამატეთ ქოქოსის ზეთი იმისთვის, რომ კარგად შეინახოს.ნიღაბს სასიამოვნო სუნი აქვს, მაგრამ მათ, ვისაც მაინც არ მოსწონს, ეთერული ზეთებით გაანეიტრალეთ. მაგალითად, დაამატეთ 5-10 წვ დარიჩინის, პიტნის ან ვერბენას ეთერული ზეთი.

ზეთი შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც მანამდე, ისე თავის დაბანის შემდეგ. თუ ცხიმიანი თქმა გაქვთ, მანამდე აჯობებს. 30 წუთით თმის ბოლოებზე დაიდეთ, შემდეგ შამპუნით ჩამოიბანეთ და ბალზამის გამოყენება არ დაგავიწყდეთ.

მშრალი და ნორმალური თმის ტიპისთვის ზეთი თხლად დაიდეთ დატენიანებულ თმაზე დაბანის შემდეგ მაშინვე, მთელ სიგრძეზე. ის მას გამოკვებავს და დაიცავს.

დადებამდე ზეთის გათბობა საჭირო არაა. ის ხელშ თავად გარდაიქმნება კრემოვან სუბსტანციად. ის თმის სტრუქტურის დაზიანებისგან დაგიცავთ.