როგორ გამოვითვალოთ სწორი წონა

ჩვენი სხეულის პარამეტრები დამოკიდებულია არამხოლოდ მასაზე, არამედ ასაკზე და ცხოვრების წესზე. ამიტომაც, იდეალური წონის დასათვლელად გვიჭრდება არამხოლოდ სანტიმეტრი და სასწორი, არამედ კალკულატორიც. გაიგეთ სიმართლე:

რას ნიშნავს სხეულის მასის ინდექსი?

ეს არის წონის და სიმაღლის ურთიერთქმედება, რომელიც საშუალებას გვაძლევს იდეალური წონა გამოვივალოთ. ერთ-ერთი გავრცელებული ხერხი კლიუტის ფორმულაა.

მის თანახმად თქვენი წონა უნდა გაყოთ სიმაღლის მაჩვენებელზე (მეტრებში), რომელიც კვადრატშია აყვანილი. ეს ფორმულა დიეტოლოგების მიერ გამოიყენება.

მიღებული შედეგის მიხედვით 6 კატეგორიას გამოყოფენ:

 18-ზე ნაკლები — არასაკმარისი
18,5-დან 24,9-მდე — ნორმაშია
25-დან 29,9-მდე — ზედმეტი
30-დან 34,9-მდე — გაცხიმოვნების პირველი სტადია
35-დან 39,9-მდე — გაცხიმოვნების მეორე სტადია
40 და მეტი— გაცხიმოვნების მესამე სტადია

მაგალითად, 53 კილოს შემთხვევაში, სიმაღლით 162 სმ, წონის ინდექსის ფორმულად შემდეგნაირად გამოითვლება: 53:2,62=20,2

უფრო მეტი სიზუსტისთვის, მიღებული შედეგი ასაკთან და სქესთან ერთადაც შევათანხმოთ. ქალისთვის ნორმალური მაჩვენებელია:

19–24 წელი — 19,5
25–34 წელი — 23,2
35–44 წელი — 23,4
45–54 წელი— 25,2
55-ზე მეტი — 27,3

მამაკაცების შემთხვევაში განსხვავდება:

19–24 წელი — 21,4
25–34 წელი — 21,6
35–44 წელი — 22,9
45–54 წელი — 25,8
55-ზე მეტი — 26,6

კიუტლის ფორმულის გარდა, კიდევ ერთი ვარიანტი არსებობს. ის პოლ ბროკმა შეიმუშავა და შემდეგნაირად მუშაობს: თავიდან თქვენს სიმაღლეს მოაკელით 110 თუ 40 წელზე ნაკლების ხართ. თუ უფრო მეტის, მაშინ 100. გამოთვალეთ მიღებული ციფრის 10% და შემდეგ მასვე მიუმატეთ ეს 10%.

მაგალითად, 27 წლის ასაკში, სიმაღლით 162 სმ იდეალური წონა შემდეგნაირი იქნება:

1) 162 — 110 = 52 კგ
2) 52 X 10 % = 5,2 კგ
3) 52 + 5,2 = 57,2 კგ

როგორი მაჩვენებლებიც არ უნდა მიიღოთ, გახსოვდეთ, რომ იდეალური წონა ისაა, რომელშიც თავს კომფორტულად გრძნობთ როგორც მორალურად ისე ფიზიკურად.

კომენტარის დატოვება