9 სიმპტომი, რომელიც კიბოს ნიშანი შეიძლება იყოს მაგრამ ყველა აიგნორებს

1. სწრაფი და მოულოდნელი გახდომა

თუ თქვენს დიეტაში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ შეგიტანიათ და არც ცხოვრების წესი შეგიცვლიათ, მაშინ წონაში სწრაფი კლება საშიში სიმპტომი შეიძლება იყოს. ეს შესაძლოა მკერდის, ფილტვის ან ნაწლავების კიბოს მანიშნებელი აღმოჩნდეს. კიბოს შეუძლია თირკმელებში საჭირო ტოქსიკების წარმოქმნა შეაჩეროს, რაც მადის დაკარგვასა და წონაში კლებაზე ახდენს გავლენას.

2. კანის გამონაზარდი

თუ თქვენ შეამჩნევთ კანის ზედაპირის წერტილოვან ამობურცვას მკერდის, საზარდულის ან იღლიების არეში, მაშინვე მიმართეთ ექიმს. განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს სიმპტომი 3 კვირაზე მეტ ხანს გაგრძელდა.

იღლიებში კანის შეშუპება და გლანდების გადიდება ხშირ შემთხვევაში მკერდის კიბოს ნიშანია. ასეთ დროს შესაძლოა მალე მკერდის არეში სიწითლე და წვაც იგრძნოთ.

3. ძლიერი დაღლილობა და სისუსტე

თუ ასეთი სიმპტომები გაწუხებთ და ძილის სწორი რეჟიმი არ გშველით, ხოლო ჯანსაღი კვება ენერგიას არ გმატებთ, მაშინ ჯობია ექიმთან მიხვიდეთ. შესაძლოა ასეთი მდგომარეობა სხვა რამემაც გამოიწვიოს, თუმცა დიდი შანსია კიბოს ნიშანიც იყოს.

4. ხშირი ინფექცია და მაღალი სიცხე

ერთ–ერთი ყველაზე ხშირი სიმპტომი, რასაც ლიმფობა იწვევს, სწორედ გამუდმებული მაღალი სიცხე და მსგავსი ინფექციებია. ლეიკემია ასევე იწვევს ასეთი სახის პრობლემებს, ძლიერ დაღლილობასთან ერთად.

5. ფრჩხილების პრობლემები

ეს ნიშნები შესაძლოა კანის, ფილტვის ან თირკმელის კიბოს მანიშნებელი შეიძლება იყოს:

  • შავი ან ყავისფერი წერტილები ფრჩხილის ზედაპირის ქვეშ
  • ფრჩხილების ზედმეტი მოხრა
  • ზედმეტად თეთრი ან მკრთალი ფრჩხილები. შესაძლოა ასევე რკინის ნაკლებობასა და ანემიის სიმპტომიც იყოს.

6. ქრონიკული ხველა და ხმის ჩახლეჩვა

ეს ნიშნები ხშირ შემთხვევაში შეიძლება ლეიკემიის ან ფილტვის კიბოს მანიშნებელი იყოს. ტკივილი მკერდის არეში, რომელიც მხრებიდან იწყება და დაბლა გრძელდება, სწორედ ასეთი სახის კიბოს სიმპტომებია. თუ ჩახლეჩილი ხმით 6 კვირაზე მეტი მოგიწიათ ცხოვრება, მაშინვე ექიმს უნდა მიმართოთ.

7. სირთულე გადაყლაპვისას

კუჭის ან ყელის კიბო გადაყლაპვის პრობლემებს იწვევს. თქვენ ასეთ დროს ისეთი შეგრძნება გაქვთ, თითქოს საკვები ყელში გეჩხირებათ.  ასევე წვისა და სიმხურვალის შეგრძნებებსაც შეიძლება ჰქონდეს ადგილი. ყველაზე ხშირად სწორედ ასეთი ტიპის კიბოს აღმოჩენა ხდება გვიან.  თუ ასეთ სიმპტომებს შეამჩნევთ, ძალიან სწრაფად უნდა მიმართოთ ექიმს.

8. ხალების ცვლილება

კანის ზედაპირზე ცვლილებები ნორმალურია, თუმცა არსებობს რამდენიმე ვარიანტი, რომელსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ:

  • ჭრილობები ხალის ზედაპირზე, რომელიც არ გირჩებათ
  • ხალის ფერის, ზომისა და სიმეტრიის ცვლილებები

9. ტკივილი მუცლისა და საზარდულის არეში

სიმძიმე საზარდულისა და მის მაღლითა არეში შესაძლოა საშვილოსნოს კიბოს ნიშანი იყოს. ეს არის იმ ქალების ტიპები, რომლებსაც აღნიშნული პრობლემის წარმოქმნა ყველაზე მეტად ემუქრებათ:

  • ქალები, რომლებსაც უკვე დაუდგინდათ ამ ტიპის კიბო
  • ქალები, რომლების ოჯახის წევრებსაც წარსულში ჰქონიათ მსგავსი ტიპის დაავადება
  • ქალები, რომლებიც არასდროს ყოფილან ორსულად

ტკივილი საშვილოს არეში კიბოს ან ლეიკემიის სიმპტომი შეიძლება იყოს.

კომენტარის დატოვება