დაბალკალორიული პროდუქტი – აი რა არის საჭირო სწრაფი გახდომისთვის. ასე ფიქრობენ ბევრნი და ისინი მართლები არიან, მაგრამ ნაწილობრივ. საჭიროა არამხოლოდ არაკალორიული რაიმეს მირთმევა, არამედ მისი სხვა პროდუქტებთან სწორი შეხამება.
მშვენიერი მაგალითია ვაშლის დიეტა. ხორცთან, სწორ ბოსტნეულთან და დარიჩინთან შეხამებისას ეს ხილი ადვილად დაგვეხმარება სასურველ წონას მივაღწიოთ.
დიდი პლუსი კიდევ იმაშია, რომ ვაშლის დიეტა მთელი ორგანიზმისთვის სასარგებლოა. ძირითადი პროდუქტი – ვაშლი – აძლიერებს გულის კუნთს და იცავს მას ვირუსებისგან, აჯანსაღებს თირკმელს და დადებითი გავლენა აქვს ტვინის ძარღვებზე. ასევე, გემრიელია, ამიტომაც მეტს ნუღარ დაფიქრდებით!
როგორი ვაშლი სჯობს
უცნობია საიდან წამოვიდა ის მითი, რომ მხოლოდ მწვანე ვაშლია წონის დასაკლები პროცესისთვის სასარგებლო პროდუქტი. იაპონელი მეცნიერების უკანასკნელმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ წითელიც და მწვანე ვაშლიც გახდომისთვის ერთნაირად სასარგებლოა.
მათში თანაბარი რაოდენობის პოლიფენოლია, რომელიც ანტიოქსიდანტია და ადრეული დაბერებისგან გვიცავს.
დიეტა ვაშლზე სხვადასხვა სახეობის ხილს უნდა შეიცავდეს. მაგალითად, მწვანეში ბევრი უნალექო უჯრედია, პექტინი და ვიტამინები. გამომცხვარი პროდუქტი ნაკლებად კალორიულია, წითელი ვაშლი კი აუცილებლად კანიანად უნდა მიირთვათ – ის სასარგებლო ნივთიერებების ზარდახშად ითვლება.
3 დღიანი ვაშლის დიეტის მენიუ
პირველი დღე
- 20 გ სრულმარცვლოვანი პური, ნახევარი მწვანე ვაშლი, 30 გ ხაჭო საუზმეზე.
- 1 ვაშლი და გახუხული პური ლანჩად.
- 200 გ თევზის სალათა (თეთრი თევზის ფილე ორთქლზე, ვაშლი, ფორთოხალი, მწვანილი, ლიმნის წვენი იოგურტი) სადილად.
- 1 ვაშლი და 100 გ უცხიმო ხაჭო ლანჩად.
- 40 გ სრულმარცვლოვანი პური მაგარი ყველით, მწვანილი და ვაშლის ნაჭრები ვახშამზე.
მეორე დღე
- 1 წვრილად გახეხილი ვაშლი 30 გ შვრიის ფანტელებით და 150 მლ უცხიმო რძე საუზმეზე.
- 1 ვაშლი და გახუხული პური მეორე საუზმის სახით.
- 2 ბლინი ბრინჯის ფქვილისგან დარიჩინით, 1 ვაშლი სადილზე.
- 1 ვაშლი და 100 გ უცხიმო ხაჭო წასახემსებლად.
- 40 გ მოხარშული ბრინჯი ვაშლით და ნახევარი ბანანი ვახშმად.
მესამე დღე
- 1 ვაშლი, 50 გ უცხიმო ხაჭო და 20 გ ქატოს პური საუზმედ.
- 150 გ უცხიმო კეფირი გახეხილი ვაშლით და ლიმნის წვენით მეორე საუზმეზე.
- 100 გ ქათმის მკერდი ორთქლზე მწვანე ვაშლის ნაჭრებით და ბულგარული წიწაკით სადილად.
- 1 ვაშლი და გახუხული პური წასახემსებლად.
- 200 გ სალათა ვაშლისგან, სტაფილოსგან, ქიშმიშისგან, უცხიმო ხაჭოსგან ვახშმად.
ეს დიეტა ძირითადად 2 კილოს აკლებს, მაგრამ მხოლოდ 3 დღეში და სასარგებლო კვებით.