სწორი სუნთქვის მნიშვნელობას ყურადღებას არ აქცევენ. თითქოს სუნთქვაზე მარტივი და ბუნებრივი არაფერია. მაგრამ, იმაზე, თუ რამდენად სწორად ვსუნთქავთ, ცხოვრების ხანგრძლივობა და ხარისხია დამოკიდებული.
ადამს სუნთქვის პროცესის ხელმძღვანელობა შეუძლია, რითიც ორგანიზმს გააძლიერებს და თავიდან პრობლემებს აირიდებს.
სამკურნალო სუნთქვა
როგორი სუნთქვა ითვლება სწორად? ინდოელი ბრძენები ასეთ განსაზღვრებას გვაძლევენ: სუნთქვა ცხვირით, როცა ყოველი ამოსუნთქვის დროს 3-4-ჯერ უფრო გრძელი შესუნთქებაა.
რაც შეეხება სუნთქვის სიხშირეს, იოგები მას ამცირებენ წუთში 3-6 ჩასუნთვა-ამოსუნთქვით, როცა ადამიანების უმრავლესობის სუნთქვის სიხშირე წუთში 12-15 ჩასუნთქვა-ამოსუნთქვაა.
ხშირ და ზედაპირულ სუნთქვას მივყავართ იქამდე, რომ ჟანგბადი იმაზე ნაკლებად ერგება ორგანიზმს, ვიდრე საჭიროა. მცირდება ნივთიერება ცვლის პროცესების აქტიურობა, იფიტება კუნთები.
ამიტომაც საჭიროა სწორად სუნთქვა ისწავლოთ. გააკეთეთ ეს იოგური სისტემის დახმარებით. სუნთქვის გააზრება პრანაიამაა. მის არსენალშია სავარჯიშოები, რომლებსაც განსაკუთრებული მზაობა არ სჭირდებათ და ყოველდღიურ რუტინაში ჩაიწერებიან. დაგეხმარებათ მოდუნდეთ, შეწყვიტოთ ენერგიის არასაჭირო რამეებზე დახარჯვა და ძალებით შეივსოთ.
ერთ-ერთი ასეთი სავარჯიშოა შემდეგი მედიტაცია. თუ თავს სრულიად ჯანმრთელად თვლით, მაინც შეასრულეთ ის დღეში 10-15 წთ და ემოციური და ფიზიკური მდგომარეობის ცვლილებას მაშინვე იგრძნობთ, უფრო დაკმაყოფილებული გახდებით.
დაჯექით ჩვეულებრივ პოზაში, ზურგი გაასწორეთ. ხელები მუხლებზე დაიდეთ, მოდუნდით და ხელები განზე ისე გაწიეთ, თითქოს ტაშის შემოკვრას აპირებთ.
გააკეთეთ ხელით ვარჯიში შიგნით და გარეთ, ხელისგულები ერთმანეთისგან 10 სმ-ში გააჩერეთ.
კონცენტრირდით ხელისგულებს შორის არსებულ ენერგიაზე. ისუნთქეთ ხელის მოძრაობის ტაქტში.
შეისუნთქეთ ცხვირით და ამოისუნთქეთ პირით 5 ნაწილად. ყოველი ჩასუნთქვა-ამოსუნთქვის ნაწილში ხელით 1 მოძრაობა უნდა გააკეთოთ.
სავარჯიშოს ბოლოს ღრმად ჩაისუნთქეთ, შეიკავეთ სუნთქვა 20 წამით და რაც შეიძლება ძლიერად მიიჭირეთ ხელისგულები სახეზე. შემდეგ ამოისუნთქეთ.
ისევ ღრმად შეისუნთქეთ, შეიკავეთ სუნთქვა 20 წამით, ძლიერად მიაჭირეთ ხელისგულები გულის ცენტრს. ამოისუნთქეთ.
კიდევ ერთი ღრმა შესუნთქვა, ისევ შეიკავეთ 20 წამი და ხელისგულები მუცლის ცენტრს მიაჭდეთ. ამოისუნთქეთ და მოდუნდით.
ყველა სავარჯიშოს დროს ხელები მუდამ უნდა მოძრაობდეს, რათა ხელისგულებს შორის არსებული ენერგია არ შეწყდეს.
შეასრულეთ გამოსაჯანმრთელებელი სუნთქვა ყოველდღე 11 წუთის მანძილზე.