თანამედროვე კოსმეტოლოგია ზღვის მარილის გარეშეწარმოუდგენელია. ყოველდღიური ცხოვრებისთვის აუცილებელი ეს პროდუქტი კანის და სხეულის პრობლემებს წყვეტს, ამიტომაც ის შედის ნიღბების, კრემების, ტონიკების, ლოსიონებისა და სკრაბების შემადგენლობაში როგორც ძირითადი ინგრედიენტი. სახლშიც შეგიძლიათ ის სახის კანისთვის გამოიყენოთ.
გამჭვირვალე კრისტალები ეს ნატრიუმი, რკინა, კალიუმი და ბრომია. მოკლედ ზღვის მარილით ხდება უჯრედების კვება, ჟანგბადით შევსება, ახალი უჯრედების გაზრდა, ინფექციებისგან დაცვა, მელანინის გამომუშავება და სიბერის შეფერხება.
სახის ნიღბები ზღვის მარილისგან
დამარბილებელი. 1 ს.კ. ცხიმიანი არაჟანი, ორჯერ ნაკლები კეფილი და 1 ჩ.კ. თხევადი თაფლი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ. დაუმატეთ 1 ჩ.კ. დაჭყლეტილი ზღვის მარილი. დაიდეთ 15 წთ, ჩამოიბანეთ და დაიდეთ კრემი.
სახის ჭკნობის პირველი ნიშნებისას. აურიეთ 1 ჩ.კ. დაჭყლეტილი ზღვის მარილი 1 ს.კ. ზეითუნის ზეთთან და 2ჩ.კ. თხევად თაფლთან. დაიდეთ 15 წთ, ჩამოიბანეთ თბილი წყლით და წაისვით მკვებავი კრემი.
მკვებავი. ათქვიფეთ კვერცხის გული 1 ს.კ. მანის ფაფასთან. დაუმატეთ 1 ჩ.კ. ზღვის მარილი და თხევადი თაფლი.
გამწმენდი. თანაბარი რაოდენობის ზღვის მარილი და სოდა აურიეთ კეფირთან სქელი მასის მიღებამდე. დაიდეთ გასუფთავებულ სახეზე 10 წუთით შავი წერტილების დაგროვების ადგილებზე. ჩამოიბანეთ და წაისვით მკვებავი კრემი.
სიბერის გარეგნული ნიშნების გაქრობის მიზნით ნიღბები კვირაში ორზე მეტად არ გამოიყენოთ. მაგრამ, შედეგი რო უფრო სწრაფი და შესამჩნევი იყოს, სახე მარილიანი წყლით ჩამოიბანეთ ხოლმე.
როგორ დავიბანოთ სწორად მარილიანი წყლით
თუ ხსნარს სწორად მოამზადებთ, ის ძალიან სასარგებლო იქნება. გახსენით 0.5 ჩ.კ. (ნორმალური და კომბინირებული ტიპის კანისთვის) ან 1 ჩ.კ. (ცხიმიანი ტიპის კანისთვის) ზღვის მარილი თბილი წყლის ჭიქაში. ჩამოიბანეთ დღეში ორჯერ. გაიმშრალეთ პირსახოცით და წაისვით მკვებავი კრემი.
გაიმეორეთ პროცედურა 3 კვირის მანძილზე, შემდეგ 30 დღე შეისვენეთ. ეს მოკლე კურსი კანს ეფექტურს ნებისმიერ ასაკში გახდის. სიჯანსაღე გარანტირებულია.
გაითვალისწინეთ: მსგავსის აშუალებები ძალიან მგრძნობიარე და მშრალი კანისთვის რეკომენდირებული არაა. სხვა შემთხვევებში ის თქვენი საუკეთესო დამხმარე გახდება.