მოდელი ირინა შეიკი — თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ქალია. უჩვეულო გარეგნობამ, სპორტულმა აღნაგობამ და თავდაუზოგავმა შრომამ ლამაზმანი პროვინციელი გოგონადან Victoria’s Secret და Intimissimi-ის მოდელად აქცია. ვარსკვლავის თქმით მისი გარეგნობა საკუთარ თავზე ბევრი მუშაობის შედეგია. ირინა 33 წლისაა და ნებისმიერ სამოსში ფანტასტიკურად გამოიყურება. როგორ გამოსდის მას ფორმის შენარჩუნება?
შეიკმა ერთხელ დილის სილამაზის რიტუალი გაგვიზიარა: “პირველ რიგში სახეზე ყინულის კუბიკს ვიტარებ, კისერზეც და ქუთუთოებზეც. ეს მეხმარება კანი ტონუსში ვამყოფო და გამოვფხიზლდე. ეს საიდუმლო დედამ გამანდო, რომელსაც თავის დროს კარი კრემების ფული არ ჰქონდა. დღის განმავლობაში ბევრ თბილ წყალს ვსვამ ლიმნით – მასაც ძალიან კარგი ეფექტი აქვს კანზე. ყოველთვის ვისვამ მზისგან დამცავ საშუალებას. ყოველდღიურ ცხოვრებაში ბევრი მაკიაჟის წასმა არ მიყვარს, მაგრამ ტუჩსაცხის გარეშე იშვითად გავდივარ სახლიდან. ის მეხმარება თავი თავდაჯერებულად და მიმზიდველად ვიგრძნო.”
მოდელი დღეში ორჯერ იწმინდავს სახეს – ეს გარდაუვალი წესია. უყვარს სხვადასხვა ნიღბები, როგორც მაღაზიის, ისე სახლის. ტანის სკრაბს თავად ამზადებს: ურევს ზღვის მარილს, თაფლს და ქოქოსის ზეთს. რა თქმა უნდა არც სახის დატენიანება აციწყდება. მისი საყვარელი დამატენიანებელი კრემი Cetaphil-ია.
ირინა აქტიური ცხოვრების წესს ეტევა, თუმცა ვერ იტანს სტანდარტულ კარდიოდატვირთვებს, განსაკუთრებით სირბილს. “სირბილი ჩემთვის კოშმარია. ჯიუ-ჯიცუ სხვა საქმეა – ის ტანს ბევრი მოძრაობის სრულყოფაში ეხმარება. კვირაში 4-ჯერ ვვარჯიშობ. ასევე მიყვარს პილატესი.”
“კარგი გენები მაქვს, მაგრამ ვიცი, რომ სპორტულ დარბაზში სიარული თავს უნდა დავაძალო. მინდა დიდხანს გამოვიყრუებოდე კარგად. ყველაზე მეტად უკანალს და ხელებს ვამუშავებ”. ირინა მოგზაურობის დროსაც კი მარტივ სავარჯიშოებს ასრულებს. სანაპირო ზოლში დასვენებისას კი ბევრს ცურავს.
მოდელი თვლის, რომ რუსული აბაზანები სხეულის გაახალგაზრდავების და ცელულიტის მოშორების საუკეთესო ხერხია. აშშ-ში ის ხშირად სტუმრობს ორთქლის აბაზანებს.
ირინა არასდროს ჭამს ზედმეტს და საკვებს პატარა პორციებით ღებს. ყოვეელდღიურად 2 ლ წყალს სვამს ლიმნის წვენით. ყავის მაგივრად კი მწვანე სმუზის მიირთმევს. შეიკს ეფექტური დიეტის არ სჯერა, თვლის, რომ ისინი მეტაბოლიზმს არღვევენ. ტკბილეულს არ მიირთმევს და რაციონში მაქსიმალურად აქვს შემცირებული ცხიმიანი პროდუქტის რაოდენობა.
“სწრაფი მეტაბოლიზმი მაქვს, მაგრამ სპორტსა და კვებას შორის ბალანსი მაინც უნდა ვიპოვნო. მიყვარს ჭამა, მაგრამ თუ ფოტოსესიისთვის ან ჩვენებისთვის მეზადები, ორგანიზმს სალათის ფურცლებით და სუპებით ვისუფთავებ. წასახემსებლად კეფირს და მანგოს მივირთმევ”
“რუსეთიდან ვარ და მსუყე საკვები მიყვარს: პელმენი, ხორცი, კარტოფილის რაგუ. თუ კვირას ჰამბურგერს მივირთმევ, მხოლოდ იმიტომ, რომ დანარჩენი 6 დღე საკუთარ სხეულზე მუშაობაში გავატარებ. ქალებს ვურჩევდი მიეღოთ ცოტაოდენი მცენარეული საკვები და თევზის ქონი. ეს მარტივი ხერხები თქვენს კანს ბზინვარებაში დაეხმარება.”
ირინა გვარწმუნებს, რომ თმას არ იღებავს და ბუნებრივ ფერს ინარჩუნებს. ბრწყინვალებისთვის თმის ნიღბების ნაცვლად ქოქოსის ზეთს იყენებს. ამ უნივერსალურ საშუალებას თმის მთელ სიგრძეზე ინაწილებს და ფოლგით იხვევს. პროცედურა თმას არბილებს და ატენიანებს. ყოველდღიურ ცხოვრებაში თმას ასვენებს და რთულ პროდუქტებს არ ახმარს.
შეიკი შავი ფერის ფანია: შავ სამოსს იცმევს წითელ ხალიჩაზეც და ქუჩაშიც. ყოველდღიურ ცხოვრებაში მოხერხებულ ფეხსაცმელს ამჯობინებს, ტანისამოსს კი კლასიკური მატერიალებით.
სუპერმოდელი გავრწმუნებს, რომ მიზნების მისაღწევად სირთულეებისთვის მზად უნდა ვიყოთ და ისინი გადავლახოთ, ამასთან კარგი ფორმა და განწყობა შევინარჩუნოთ.