მოიმზადეთ სახის ნატურალური დამატენიანებელი ნიღაბი სახლში, ნუ გადაიხდით ზედმეტს.

ზაფხულში კანი ვიტამინების დანაკლისის აღდგენას ცდილობს. რბილი და ლამაზი კანის შესანარჩუნებლად მისი მოვლა აუცილებელია. ზოგი სპა-სალონს და კოსმეტოლოგს მიმართავს. ზოგი იგივე ეფექტს სახლის პირობებშიც აღწევს. იოდი სახის კანს აუმჯობესებს და ნაოჭებისგან გიცავთ.

ალოეს ნიღბები სახისთვის ისევე სასარგებლოა, როგორც თმისთვის. კიტრი სახეს ანათებს, ყავა კი მსუბუქი რუჯის ეფექტს შეგძენთ. წარმოგიდგენთ ერთ-ერთ ნატურალურ ნიღაბს, რომელიც სალონის ძვირადღირებულ პროცედურებს უწევს კონკურენციას.

დამატენიანებელი ნიღაბი სახლის პირობებში

ადვილია იყიდოთ მზა ნიღაბი მაღაზიაში, მაგრამ თუ მგრძნობიარე კანი ან ალერგია გაქვთ, კოსმეტიკურ საშუალებებთან ფრთხილად უნდა იყოთ. თუ ნატურალურ ნიღბებს ამჰობინებთ, გვირილა და ალოე ნამდვილად მოგეწონებათ. სახლში მომზადებული დამატენიანებელი ნიღაბი კვირაში 1-2-ჯერ გამოიყენეთ.

ნიღაბს სასარგებლო თვისებები აქვს. გვირილას ფოთლები ამშვიდებს, ალოე გაღიზიანებას აქრობს და კანის რეგენერაციას აჩქარებს. ზეითუნის ზეთი კანს ვიტამინებით კვებავს და ატენიანებს.

დაგჭირდებათ
  • 2 ს.კ. გვირილას ყვავილები
  • 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • 1 ს.კ. ალოეს წვენი
  • 200 მლ მდუღარე წყალი
მომზადება

აადუღეთ წყალი და დაასხით გვირილას. აცადეთ 30 წუთი. შეგიძლიათ გამოიყენოთ მშრალი ყვავილები, რომლებიც აფთიაქში იყიდება.

გაცერით მარლის ან საცერის მეშვეობით.

გაათბეთ ზეითუნის ზეთი და შეურიეთ მას ყვავილები.

დაჭყლიტეთ ალოეს ფოთოლი და დაუმატეთ მასას. საგულდაგულოდ აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

დაიდეთ თბილი ნიღაბი სახეზე, კისერზე და დეკოლტეს ზონაზე 20 წუთით, შემდეგ გვირილას ნაყენით ჩამოიბანეთ. დატკბით რბილი, დატენიანებული სახის კანით.

არარეგულარული გასუფთავებისგან შესაძლოა ნაოჭები და გამონაყარი გაჩნდეს. კვირაში ერთხელ სახის მკვდარი უჯრედები პილინგით მოიშორეთ და მას უკეთ სუნთქვის საშუალება მიეცით.

კომენტარის დატოვება