სამეფო ექიმი: ელიზაბედ II თავს გრძნობს, როგორც 50 წლის. აი მისი ახალგაზრდობის საიდუმლო.

ელისაბედ მეორე წელიწადში უამრავ საქმიან შეხვედრას თუ სადღესასწაულო ღონისძიებას ესწრება, მონაქილეობს ქვეყნის მართვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში და ყოველთვის შესაშურად საუცხოოდ გამოიყურება.

93 წლის დედოფლის ჯანმრთელობა მის პირად ექიმზე, მოსარაფა ალიზე დიდადაა დამოკიდებული. მისი რეკომენდაციები წარმოდგენილია წიგნში “აღმოსავლეთის პრაქტიკა და დიდი ხნის სიცოცხლე”. წარმოგიდგენთ გარკვეულ ნაწილს.

კვების რჩევები მათთვის, ვისაც დიდი ხანი სურს იცოცხლოს.

აირჩიეთ ფერმერული ან საშინაო პროდუქტები.

მიირთვით ნედლი ბოსტნეული და ხილი. უარი თქვით კონსერვირებულ და დამარილებულ საკვებზე. ნებადართულია გაყინული.

ყურადღება მიაქციეთ ცილის რაოდენობას რაციონში. ვეგეტარიანელებმა ის შეიძლება მიიღონ ხაჭოსგან, პარკოსნებისგან და თხილისგან.

ხილის წვენების მაგივრად ფრეშები მიირთვით. ფორთოხლის, სტაფილოს, ჭარხლის, ვაშლი თუ ჯანჯაფილის.

წითელი ხორცი ფრინველით ჩაანაცვლეთ: ქათმით ან ინდაურით.

არ მიიღოთ საფუარიანი პური ან საფუარით გამოცხობილი რამე.

დალიეთ 6-8 ჭიქა წყალი ყოველდღე საკვების მიღებებს შორის.

იკვებეთ დღეში 5-ჯერ.

კვირაში ერთხელ მოიწყვეთ განტვირთვის დღე ბოსტნეულის სუპებით.


საუზმე რეკომენდირებულია ან ცილის პროდუქტებით: ხაჭო, კვერცხი, ნუშით. ან იოგურტით. ამის შემდეგ მიირთვით ხილის პორცია.

სადილი ყველაზე კალორიული უნდა იყოს დღის მანძილზე. შეადგინეთ ის მაგალითად სალათისგან, ცხელი ცილის კერძისგან და გარნირისგან.

მოსარაფ ალის აზრით, ვახშამი მაქსიმალურად მსუბუქი უნდა იყოს და 8 საათზე გვიან არ მიიღოთ. ცხარე და ტკბილი საკვების გარდა, რათა მშვიდად დაიძინოთ.

ფიზიკური აქტივობის რჩევები

სწორი დგომი – ჯანმრთელობის და სილამაზის საწინდარია. სამეფო ოჯახის წევრები ყოველთვის სწორად იჭერენ ზურგს, თავს კი პირდაპირ. მათ ასევე იციან, რომ ჯანსაღი ხერხემალი დიდი ხნის სიცოცხლეს უზრუნველყოფს.

ელისაბედის მეუღლე 98 წლისაა, თუმცა მისი დგომის ყველას შეშურდება.

“მოძრაობა ეს სიცოცხლეა” – ეს აზრი არ უნდა უგულველყოთ. დინამიური და კარდიო ვარჯიშები ორგანიზმის სიცოცხლის გახანგრძლივებისთვის აუცილებელია. არაა აუცილებელი ირბინოთ, უბრალოდ იარეთ ბევრი დღის მანძილზე.

სასარგებლო ჩვევები

სამეფო ოჯახის წევრები ღამურები არ არიან. ისინი 12 საათამდე წვებიან და დილიდან ფხიზლად გამოიყურებიან და დღის მანძილზე თავს ენერგიულად გრძნობენ. ექიმი მოსარაფა ალი რეკომენდაციას გვიწევს 23:00 საათზე დაწოლას შევეჩვიოთ.

გაისეირნეთ ბუნებაში. მასთან კავშირი სულიერ ჰარმონიას გვძენს, გვავსებს იმ ჟანგბადით, რომელიც ქალაქის მაცხოვრებლებს აკლიათ. გაანიავეთ სახლი ყოველდღე და იარეთ ხანდახან პარკში.

დაისვენეთ დღისით. მიეჩვეთ სადილის შემდეგ ოდნავ დასვენებას. თუნდაც 20 წუთი მიუძღვენით ჩათვლემას, მედიტაციას, დაფიქრებას. ეს შესვენება გამოგაცოცხლებთ და აღარ იგრძნობთ თავს იმ მორბენალი ცხენივით, რომელიც დილიდან საღამომდე ჯირითობს.

კომენტარის დატოვება