38 წლის ჯესიკა ალბა ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე მომხიბვლელი მსახიობია. 3 ორსულობის შემდეგაც კი ვარსკვლავი საოცრად ახალგაზრდულად გამოიყურება და თავმომწონედ პოზირებს ფოტოკამერებთან.
ერთ ინტერვიუში ჯესიკამ ჟურნალისტს გაანდო, რომ ბუნებით სიმსუქნისკენაა მიდრეკილი, ამიტომაც ყოველი ბავშვის გაჩენის შემდეგ 15 კგ ქონდა მომატებული. ფორმაში სწრაფად დასაბრუნებლად ის იყენებს დიეტას “3 – 2 – 1”.
ჯესიკა ალბას დიეტა
დიეტა ჰოლივუდის ტრენერმა რამონ ბრაგანზამ შეიმუშავა. კვების სისტემა და ვარჯიში სპეციალურად იმ ქალებისთვისაა შემუშავებული, რომლებიც ცოტა ხნის წინ დედები გახდნენ.
«3 – 2 – 1» მიზანი: დღიური რაციონი იყოფა 3 ძირითადი კვებით და 2 წახემსებით. აუცილებელი პირობაა 1 ლ წყალი დღის მანძილზე. დიეტა 12 კვირაზეა გათვლილი. დღიური რაციონის ენერგეტიკული ღირებულება 1700-1900 კალორიაა: საკმარისი ნორმალური ლაქტაციისთვის.
დიეტის პირველი კვირის განმავლობაში უნდა გამორიცხოთ სახამებლიანი და მარილიანი პროდუქტები, რათა ორგანიზმიდან ზედმეტი სითხე გამოიდევნოს. ასევე, უარი თქვით ხორბლის ფქვილისგან გამომცხვარ კერძებზე და ტკბილეულზე.
მეტი მკაცრი შეზღუდვა დიეტაში არაა: კვება ბალანსირებულია და მრავალფეროვანი. ქათამი, თევზი, ბოსტნეულის გარნირი, მსუბუქი სუპები. რაციონი კორექტირდება ნედლი ბოსტნეულის რაოდენობის გაზრდით და ხილის შემცირებით მათში შემავალი შაქრის რაოდენობის გამო. ასევე იცვლება პროდუქტების თბილი გადამუშავება. უპირატესობა მიანიჭეთ ოთქლზე მომზადებას, ჩათუშვას და გამოცხობას.
ხუთჯერად კვებაში პორციები მუშტის ზომის უნდა იყოს. უარი თქვით კერძების სოუსებით და საკმაზებით გაფორმებაზე, ისინი მადას აძლიერებენ.
სპორტი— დიეტის აუცილებელი ნაწილია. ჯესიკა ფიზიკურ დატვირთვას მაშინვე დაუბრუნდა, რაც ექიმმა თანხმობა უთხრა. ამან გახდომის პროცესი დააჩქარა და ფიგურა ძველ პარამეტრებს დაუბრუნა.