რომელ საშინაო სახის ნიღაბს ამჯობინებს მეგან მარკლი – რჩევები ვარსკვლავების კოსმეტოლოგისგან

by ani

ვარსკვლავები ბრწყინავენ წითელ ხალიჩაზე, ჟურნალების გარეკნებსა თუ პაპარაცების ობიექტივებში. მაგრამ, მსგავსი დატვირთვის გამო მათი კანი კარგავს ელასტიურობას, კონტურის სიმტკიცეს, ჩნდება ნაოჭები… ცნობილი ლამაზმანები ზოგჯერ დიდძალი თანხების დახარჯვის მაგივრად ბიუჯეტურ, მაგრამ ეფექტურ ხერხებს მიმართავენ.

მაგალითად, 37 წლის მეგან მარკლი, რომელიც თავის ასაკზე ნაკლებად გამოიყურება, საშინაო კოსმეტოლოგიის ფანია. ერთ-ერთ მის საყვარელ რეცეპტს ჰერცოგინიას პირადი კოსმეტოლოგი გვიზიარებს – ნიღაბი ქურქუმასგან – სამეფო რეცეპტი, რომლის გამოყენებაც ნებისმიერს შეუძლია.

ნიკოლა ჯოსი მსოფლიოში ცნობილია იმით, რომ სახეს ახალგაზრდობას ვირტუოზულად უბრუნებს, ქირურგიული ჩარევის გარეშე. ვარსკვლავების კოსმეტოლოგის კაბინეტში იხილავთ გვინეტ პელტროუს, ქეით მოსს, პრინაკა ჩოპრას და რა თქმა უნდა, მეგან მარკლს.

ინგრედიენტები
  • 1/2 ს.კ. ქოქოსის ზეთი
  • 1/2 ჩ.კ. ქურქუმა
  • 1 ს.კ. კეფირი ან ნატურალური იოგურტი
მომზადება და მიღება
  1. საგულდაგულოდ აურიეთ ეს კომპონენტები ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
  2. მზა ნიღაბი გასუფთავებულ კანზე და კისერზე სქელ ფენად დაიდეთ. გაიჩერეთ 15-20 წთ.
  3. ჩამოიბანეთ ოთახის ტემპერატურის მქონე წყლით, შემდეგ წაისვით დამატენიანებელი კრემი.

ნიკოლა და თავად მეგანი შედეგით ძალიან კმაყოფილები არიან. სწორედ ასეთი საშინაო ნიღაბი ატენიანებს კანს, აუმჯობესებს მის ფერს და გვიცავს ნაოჭების გაჩენისგან. სახლის ნიღბები ნატურალური შემადგენლობით გამოირჩევა და ზედმეტი ძალისხმევის გარეშე ქმნის ეფექტურ შედეგს.

ჰოლივუდის კოსმეტოლოგი 5 პროდუქტს გამოყოფს, რომლებიც კანის საბაზისო პრობლემებს აღმოფხვრიან.

ქოქოსის ზეთი
ერთ-ერთი პირველი საშუალება კანისთვის. მას გამოიყენებთ როგორც დამოუკიდებლად, ისე სხვა კომპონენტებთან ერთად ნიღბის შექმნისას.ქოქოსის ზეთი ღრმად ატენიანებს და კვებავს კანს, აღადგენს და აახალგაზრდავებს. მისი წასმის შემდეგ კანი უფრო რბილი და ხავერდოვანი გახდება.

ქურქუმა
ყველას, ვისაც გარეგნული იერის გაუმჯობესება სურს, ჯოსი სუნელების ყუთში ჩახედვას ურჩევს. ქურქუმა კოსმეტოლოგებში ძალიან დაფასებულია, რადგანაც ამშვიდებს მგრძნობიარე კანს და ხსნის ანთებას. აღმოსავლური სუნელი ქოქოსის ზეთთან ერთად ანათებს და ატენიანებს კანს.

შვრია
შვრიის ფანტელები არამხოლოდ სასარგებლო საუზმე, არამედ ჯანსაღი პროდუქტია სახის კანისთვის. ის გამოდგება როგორც არაჩვეულებრივი სკრაბი, საკმარისია აურიოთ თხევად ნივთიერებასთან (რომელიმე ზეთთან) და დაუმატოთ ცოტა თაფლი.შვრია კანს გლუვს და ნათელს ხდის.

კვერცხის ცილა
ცილა ბევრ საშინაო ნიღაბში გვხვდება. ნატურალური თერაპიის რამდენიმე სეანსის შემდეგ, კანი ჯანსაღი, მოვლილი, დაჭიმული და მბზინვარეა, ნაოჭები თითქმის შეუმჩნეველია. ესაა ყველაზე სწრაფი და უსაფრთხო რეცეპტი სახის გაახალგაზრდავებისთვის 15-20 წთ-ში.

თაფლი
დამამშვიდებელი თაფლი მშვენიერი კომპონენტია საშინაო ნიღბებისთვის. ვარსკლავ კლიენტებს ნიკოლა თაფლის და ნატურალური იოგურტის შერევას ურჩევს. მშრალი და გაღიზიანებული კანი უცებ დამშვიდდება.