10 სუპერპროდუქტი არტერიების ეფექტური გაწმენდისთვის და ინფარქტის პროფილაქტიკისთვის

იმისთვის, რომ იყოთ ჯანმრთელი, სისხლძარღვები წესრიგში უნდა გქონდეთ. ათეროსკლეროზი ინფარქტის და ინსულტის გამომწვევი ერთ-ერთი სახიფათო ნიშანია. სისხლძარღვებს გულის იშემიური დაავადებების გამოწვევაც შეუძლიათ. გულ-სისხლძარღვთა სისტემაში წარმოქმნილ პრობლემებს ჯანსაღი კვებით გაექცევით.

ყოველდღე უფრო და უფრო ჯანმრთელი იქნებით თუ ამ პროდუქტებს მიიღებთ. ისინი ნებისმიერ ასაკში მუშაობენ, გაწმენდენ ორგანიზმს და ჩაატარებენ პროფილაქტიკას.

ყვავილოვანი კომბოსტო და ბროკოლი
ვიტამინი К, რომელიც ბროკოლიშია, ორგანიზმს ქოლესტერინის დარეგულირებაში ეხმარება. კომბოსტოში შემავალი ნივთიერებები კი ყველანაირ მავნე ელემენტს გამოდევნიან, რომლებიც წლობით გროვდება.

პრასი, ნიორი, სტაფილო – ეს ბოსტნეულიც ეხმარება ორგანიზმს. მოამზადეთ ბოსტნეულის სუპი, ამაზე უკეთესი პროფილაქტიკური საშუალება არ არსებობს.

ქურქუმა
ამცირებს წნევას, ათეროსკლეროზის წარმოქმნის რისკი ქურქუმის მიღებით ორჯერ მცირდება!

სატაცური
აძლიერებს იმუნიტეტს და აღადგენს უჯრედებს. მასში შემავალი მჟავები სისხლძარღვებს წმენდს.

დარიჩინი
გეხმარებათ გახდომაში, სისხლში შაქარის შემცირებაში და ნივთიერებათა ცვლის აქტივაციაში. გაურიეთ ჩაიში, ყავაში ან სხვა საყვარელ სასმელში – შეუფასებელია ჯანმრთელობისთვის!

ავოკადო
ამცირებს ქოლესტერინის რაოდენობას სისხლში. სასარგებლოა არამხოლოდ სისხლის სისტემისთვის, არამედ კანისთვის, აუმჯობესებს გარეგნულ იერს და ასწორებს ნაოჭებს.

ბროწეული
მასში ძლიერი ანტიოქსიდანტია, რომელიც არტერიებში დანალექს აქრობს. საკვებში მისი დამატებით ძარღვები ელასტიურობას ასაკთან ერთად არ კარგავენ.

ხურმა
კალიუმი, იოდი და ანტიოქსიდანტები, რომლებიც მასში შედის, ქოლესტერინის რაოდენობას ამცირებენ. ზოგიერთი მას კარდიოპროდუქტსაც უწოდებს, გულისთვის ძალიან სასარგებლოა.

სპირულინა
ის აღადგენს კუჭის მიკროფლორას, აუმჯობესებს ღვიძლის ფუნქციონირებას და ამსუბუქებს წნევის დაგდებას.

მწვანე ჩაი
მარტივი და ხელმისაწვდომი საშუალება, რომელიც ათეროსკლეროზს ებრძვის. ამცირებს თავისუფალი რადიკალების რაოდენობას და გავფრთხილებს სერიოზულ დაავადებებზე.

კენკრა
კალიუმის მაღალი შემცველობის გამო კენკრა ათეროსკლეროზის პროფილაქტიკისთვის ღირებული რესურსია. ის არეგულირებს საჭმლის მომნელებელ სისტემას, გეხმარებათ დარჩეთ ჯანმრთელი და გულსაც არანაირი პრობლემა არ შეექმნება.

კომენტარის დატოვება