თუ ეს ნიშნები შეგიმჩნევიათ, ესეიგი ორგანიზმი გლუტეინს ვერ იღებს

ალბათ ხშირად გსმენიათ გლუტეინის მავნებლობაზე. მოდით გავერკვეთ რა არის ის და რისი უნდა გვეშინოდეს.

გლუტეინი რთული ცილაა, რომელიც რამდენიმე მარცვლეულ კულტურაშია და არამარტო. მისი გავლენა ორგანიზმზე განსხვავებულია და პირად შეუთავსებლობაზეა დამოკიდებული. ხანდახან ადამიანები წლობით იღებენ გლუტეინის შემცველ პროდუქტებს და არ იციან, რომ ის პრობლემას უქმნის მათ ორგანიზმს.

ხშირად ეს არის გენეტიკური მგრძნობელობაა ზოგიერთ პროდუქტზე. ზოგჯერ ჰიპერმგრძნობელობა მხოლოდ გარკვეული დროითაა გამოწვეული და გლუტეინის შემცველ პროდუქტებზე დროებითი უარი სიტუაციას ასწორებს.

გლუტეინის მიუღებლობის ნიშნები

ყველაზე აშკრა ნიშანია ქავილი და უხეში კანი, ასევე ფრჩხილების მტვრევადობა. პირველ რიგში ამას შეამჩნევთ.

ჰორმონალური დარღვევა, რომელიც მენსტრუალური ციკლის დროს იჩენს თავს, სისუსტე და ტკივილი.

კონცენტრაციის პრობლემები, უძილობა და თავის ტკივილი. ორგანიზმში ბევრი რამაა დამოკიდებული კუჭ-ნაწკავის სისტემაზე, სწორედ მას ესხმის გლუტეინი.

კბილების გაუარესებული მდგომარეობა და მუდმივი წყლულები/ჩირქი პირის არეში.

თუ მსგავსი სიმპრომები გაქვთ, მიაკითხეთ ექიმს. რადგანაც ეს მიზეზები სხვა რამის ბრალიც შეიძლება იყოს, დამოუკიდებლად ნუ იტყვით გლუტეინზე უარს. დარწმუნდით, რომ პრობლემა მასშია.

გლუტეინის რაციონიდან გამორიცხვის შემდეგ შეიძლება ისეთი პრობლემები წარმოიქმნას, როგორებიცაა ძილის დარღვევა და საჭმლის გადამუშავება. ბევრი მას გახდომის გამო გამორიცხავს, მაგრამ ის მსუბუქად მოქმედებს გახდომაზე.

თუ აღმოჩნდა, რომ გლუტეინზე მიუღებლობა გაქვთ, არ მიიღოთ ეს

გლუტეინის შემცველი პროდუქტები:

ხორბალი
ის ბევრი სახის პურში შედის, ორცხობილებსა და ღვეზელებში, კატლეტებში, მაკარონში, კრეკერში.

ქერი
მისგან დამზადებული მარცვლები არ უნდა მიირთვათ.

შვრია
მიიღეთ ფრთხილად. გლუტეინს არ შეიცავს, თუმცა ამ შემთხვევაში გავლენა აქვს.

დიაგნოსტიკა აუცილებელია, რათა ფატალურ შედეგებამდე არ მიხვიდეთ.

კომენტარის დატოვება