თუ თქვენი ყაბაყები კარგად გაიზარდნენ, აუცილებლად მოამზადეთ მათგან ტკბილი წასახემსებელი, რომელიც ხალხში ცნობილია როგორც “ანანასები”. ეს ღია ყვითელი რგოლები ადვილად აგერევათ ტროპიკულ ხილში როგორც გარეგნობით, ისე გემოთი. გამოდის ძალიან წვნიანი, ჰაეროვანი და ტკბილი.
ამისთვის ნებისმიერი ყაბაყი გამოგადგებათ, მაგრამ სჯობს ახალგაზრდა აიღოთ, რადგანაც მათი ქილაში მოთავსება ადვილია.
ინგრედიენტები
ყაბაყი 1 კგ
ანანასის წვენი 350მლ
შაქარი 100გ
ლიმონმჟავა, მარილი
მომზადება
- ყაბაყი გარეცხეთ, გაასუფთავეთ ქერქისგან და დაჭერით დიდ რგოლებად, სისქით 1.5-2 სმ. ხვრელისთვის გაუყარეთ შუაში დაბალი, პატარა ჭიქა. დარწმუნდით, რომ თესლები არ დაგრჩათ.
- მოამზადეთ სიროფი. დადგით ცეცხლზე ქვაბი, ჩაასხით წვენი, დაუმატეთ 2/3 ჩ.კ. ლიმონმჟავა და ვანილინი. ჩაუშვით ყაბაყები, მიიყვანეთ ადუღებამდე და ხარშეთ კიდევ 15 წთ. სულ ურიეთ.
- გადააანაწილეთ ყაბაყები სტერილიზირებულ ქილებში, დაასხით ცხელი სიროფი და დახუფეთ. გაციებამდე რამე თბილით შეფუთეთ და შემდეგ გადაიტანეთ ცივ ადგილას.
რაც უფრო დიდი ხნისაა ყაბაყი, მით უფრო მეტი სიროპი დაგჭირდებათ. შეგიძლიათ დაუმატოთ მეტი წვენი ან გააზავოთ წყალში. მისი მეშვეობით ყაბაყს ბავშვებსაც შეაყვარებთ. ის არის სასარგებლო, გემრიელი და ბიუჯეტური.